Leonsio
This user hasn't shared any biographical information
Posts by Leonsio
თეატრი ათონელზე – წარმოგიდგენთ სპექტაკლს “აგვისტოს სიგიჟე”
May 8th

პიესის ავტორი და რეჟისორი – ნინო ბასილია “თეატრი ათონელზე”, პრემიერა – 7 ,8, 9 მაისი; დასაწყისი 19.00 საათი სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს!
2008 წლის აგვისტო… თითქოს ჩავლილი და ისტორიის კუთვნილებადქცეული გუშინდელი დღე, მაგრამ ყველასთვის დაუვიწყარი და ტკივილით სავსე. აგვისტოს ომის კიდევ ერთი გამოხმაურება _ ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალი სპექტაკლი “აგვისტოს სიგიჟე” – სამი ნოველა ომსა და სიყვარულზე, რწმენასა და გამარჯვებაზე.
ნიკო გომელაურის გზა
Apr 24th

ნიკოს პატარაობა და პირველი სპექტაკლი სტუდენტობის პერიოდში
ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები. ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.
რობერტ სტურუა
Feb 16th

რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, დაიბადა 1938 წელს, თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მოვიდა. 1980 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რობერტ სტურუა მშვენივრად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს, აქვს უტყუარი ინტუიცია, ყოველთვის გრძნობს დროებას და არის აბსოლუტურად უკომპრომისო მასთან მიმართებაში. პირველი წარმატება არტურ მილერის “სეილემის პროცესის” დადგმამ მოუტანა (1965 წ.).
ქართული სათავადაზნაურო თეატრი
Feb 12th

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი “დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.
თანამედროვე ქართული სპექტაკლები (+გამოკითხვა)
Feb 9th

დეზდემონა – ვერიკო ანჯაფარიძე (Photo By burusi.wordpress.com)
ჩვენს ფორუმზე ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა საკითხს: “კვდება თუ არა თეატრი” მიუძღვნა თემა სადაც ზოგადად ისაუბრა დღეევანდელი თეატრის ყოფაზე, იხილ. თემა —> ბმული . მინდა ვთქვა რომ თეატრი არ კვდება, უბრალოდ დრო ცვლის ყველაფერს და მასთან ერთად იცვლება თეატრიც, იცვლებიან მსახიობები, მაყურებლები და ა.შ. თუმცა თეატრი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან აქვს, იგი დღემდე ვითარდება და იცვლება. თეატრი ხელოვნების ისეთი რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც მამისგან შვილს მისი გვარი და ამ საგვარეულო ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია! როგორც მახსოვს ქართული თეატრის ისტორიიდან 19-20 საუკუნის საქართველო თეატრალური ცხოვრების განვითარების პიკზე იყო.
თენგიზ აბულაძე
Feb 9th

კარლო გოგოძე, თენგიზ აბულაძე, არჩილ კერესელიძე, რეზო ჩხეიძე
თენგიზ ევგენის ძე აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი ― გ. 6 მარტი, 1994, თბილისი), ქართველი კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). 1980 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება .
განათლება
1943-1946 სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი “დიმიტრი არაყიშვილი”.
სოფიკო ჭიაურელი (1937–2008)
Feb 9th

(დ. 21 მაისი, 1937 – გ. 2 მარტი, 2008, თბილისი)საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით “საუკეთესო ქალის როლისთვის” საერთაშორისო კონკურსებზე. სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.


