კინო

ტიტანთა ბრძოლა

ტიტანების ბრძოლა

კარგია ხანდახან სპონტანური გადაწყვეტილებები. დღეს სრულებითაც არ მქონდა გეგმაში კინოში წასვლა, და არც ის   წარმომედგინა თუ   რა ფილმი შეიძლება მენახა.  იმის შესახებაც არაფერი ვიცოდი ,  რომ კინოთეატრ რუსთაველში,  უკვე 3D ფილმების ჩვენება დაეწყოთ, არც ახალი ფილმების  შესახებ მსმენოდა რამე.  რეკლამები იშვიათად აღწევს ჩემამდე,   ხანდახან ალბათ   საინტერესო ფილმებიც გამომრჩება ხოლმე .  თავიდან ცოტა გამიკვირდა წარწერა 3D აფიშაზე ,  არ მეგონა, რომ ეს კინოთეატრიც  ასე მალე დაიწყებდა   სამგანზომილებიან ფილმების ჩვენებას.  რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია.  კინოთეატრი რუსთაველი ყოველთვის დროულად უწყობს ფეხს სიახლეებს. ერთი ეგაა,  რომ რუსული გახმოვანების მქონე ფილმებს ვერ შეელივნენ და სუბტიტრებზე ვერ გადავიდნენ, თორემ სხვა რა გვაქვს საწუწუნო.

წაიკითხე პოსტი სრულად >

დორიან გრეი? აუჰ!…

გაფრთხილების მაგიერ: ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ან არ გსურთ წაკითხულით მიღებული სიამოვნების გადღაბნა, არ უყუროთ ამ ფილმს.

საუკუნო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი აკრძალვა საპირისპიროდ რომ მოქმედებს. შესაბამისად, თქვენც ამასვე გააკეთებთ. ვიცი, რომ თუ ყურებას აგიკრძალავთ, “რა შენი საქმეა, მე რას ვიზამ” ტიპის მრავალ პასუხს მივიღებ. ასე გეტყვით: მე მხოლოდ გაგაფრთხილეთ და აწი – მკიდია.

წაიკითხე პოსტი სრულად >

“ძვირფასო ჯონ” – კინოთეატრ რუსთაველში

ამერიკულ კინომატოგრაფიაში კვლავ აქტუალურია თამაა, ამერიკელ ჯარისკაცების შესახებ გადაღებული მილიტარისტული ფილმები . სადაც მთავარი გმირები მოგვითხრობენ საკუთარი განცდების, ისტორიების შესახებ ომში ყოფნის პერიოდში. რამდენიმე მათგანი შედევრიც კი გამოვიდა , გარკვეულწილად ეს ერთგვარი ჰოლივუდური პროპაგანდაა, თუმცა ყველაფერს თავისი გამართლება აქვს. მეც მომწონს მსგავსი ფილმები, დღესაც კინოთეატრ რუსთაველში არჩევანი სწორედ მსგავს ფილმზე შევაჩერე. ძვირფასო ჯონ რეჟისორ ლასე ჰალსთრემის მიერ გადაღებული მელოდრამაა, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. მთავარ როლებში ჩენინგ ტატუმი  და ამანდა სეიფრიდი თამაშობენ. ვფიქრობ საკმაოდ კარგად შერჩეული წყვილია .

წაიკითხე პოსტი სრულად >