სპექტაკლები
Private Lives – მარჯანიშვილის თეატრში
May 31st

დილიდან ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადღაც მაგვიანდებოდა. ნახევარი საათით ადრე მივედი სალაროსთან, სადაც Teatri.ge -სთვის განკუთვნილი 2 ბილეთი გადმომცეს. ამჯერად უკვე ჩემს მეგობარზე დავიწყე ნერვიულობა . თავში ათასგვარი სისულელე მიტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ და მისგან დაგვიანება ცხოვრებაში არ მახსოვს. თეატრის წინ თანდათან დაიწყო ხალხმა შეკრება. მიყვარს ამ დროს ხალხის თვალიერება, საგანგებოდ თეატრისთვის გამოწყობილები რომ არიან . რაც მათ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თეატრის მიმართ.
ურიელ აკოსტა
Apr 29th
ყველა თეატრს გააჩნია თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.
“ურიელ აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც ლეგენდის ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.
ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!
Mar 31st

დარეჯანი ილიას "ეკამათება"
თუმანიშვილის თეატრში “ბავშვმა გაიჩუჩუნა”. არ გჯერათ? აი, კიდევ… თქვენ თუ არა, დარეჯანს ხომ მაინც სჯერა. იგი დიდი იმედითა და მონდომებით მოელის მემკვიდრეს. მემკვიდრეს, რომელიც არა და არა ჩანს სპექტაკლი “ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!” ილიას ცნობილი მოთხრობიდან “კაცია ადამიანი?!” და ნაკლებად ცნობილიდან “კაკო” შეიქმნა. პირველი საოცრება, რაც სიუჟეტს თან ახლავს, არის ის, რომ სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს. აფიშის მიხედვით, სპექტაკლი ეფუძნება ილიას ორ მოთხრობას: რა თქმა უნდა, “კაცია ადამიანსა” და “კაკოს”. მეორე, თავდაპირველად, “კაკო ყაჩაღი მეგონა”, მაგრამ, ვინაიდან სპექტაკლში მისი ვერც ერთი ელემენტი ვერ ვიპოვე, მივხვდი, რომ შევცდი. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა კოტე მირიანაშვილმა ამიხსნა, თურმე “კაკო” “კაცია ადამიანი?!”-ს ერთ-ერთი საწყისი ვარიანტი ყოფილა. რაც მთავარია, ამ ვერსიის თანახმად, თურმე ჩვენთვის ნაცნობ ბუთქუნა წყვილს ვაჟი უჩნდება, სახელად ნიკოლოზი. ამით ილია რუსეთსაც გადასწვდა და ახალშობილში იმპერატორი ნიკოლოზ I იგულისხმა, თანაც, მათი დაბადების დღეებიც ემთხვევა თურმე ერთმანეთს. როგორც ბატონი კოტე ამბობს, ამაში სხვისთვის გაჩენილი შვილის სიმბოლიკა ჩადო ილიამ.
ჰერ ფროიდ, ეს სტუმარია
Mar 30th

“როცა მესმოდა, თუ როგორ ამბობდით, ღმერთი არ მწამსო, თითქოს ბულბული ჩიოდა, მუსიკა არ ვიციო” - ერიკ ემანუელ შმიტი
Art ხელოვნება (მარჯანიშვილის თეატრი)
Mar 30th
მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი “Art ხელოვნება” ჩემის აზრით ერთ ერთი ყველაზე საინტერესო სპექტაკლია ამ თეატრში. ის რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ იასმინა რიზეს პიესის მიხედვით დადგა.სადაც მიშა გომიაშვილი ალეკო მახარობლიშვილი და ზურა ყიფშიძე განასახიერებენ სამი მეგობრის როლს. რომლებიც ერთმანეთის მიმართ გაუცხოებას განიცდიან. მათ დროთა განმავლობაში განსხვავებული გემოვნება ინტერესები და შეხედულებები ჩამოუყალიბდათ. ყველაფერი კი ერთ ერთი მეგობრის მიერ ნაყიდი თანამედროე ხელოვნების ნიმუშის შესახებ საუბრისას ხდება .
შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ
Mar 24th
“შობის მეთორმეტე ღამე” რობერტ სტურუამ 2000 წლის 2 თებერვალს დადგა და ქრისტეს შობიდან 2000 წლისთავს მიუძღვნა. თავდაპირველად სპექტაკლში უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ 2005 წიდან, როცა თეატრში რეორგანიზაცია დასრულდა, ისინი ახალგაზრდებმა ჩაანაცვლეს. მონაწილეთა სია დღესდღეობით ასე გამოიყურება:
ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი
Mar 19th

“ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი” – შვეიცარელი მწერლის მაქს ფრიშის პიესა, რომელიც საკმაოდ კარგადგააცოცხლა რობერტ სტურუამ. მოკლე აღწერა: (მოქმედების ადგილი ცირკის მოედანი. გამოყენებულია ბატუტი. თუმცა ეს ბიდერმანის სახლია! )მდიდარ ბიდერმანს კარგად აქვს აწყობილი ცხოვრება და სხვები ამქვეყნად არ ანაღვლებს. მას ერთ დღესაც ცეცხლისწამიდებელი შმიტცი შეეკედლება, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობს.იგი პირფერობს, ელაქუცება მას და ამ უხეირო,ბოროტ ან სულელ მასხარას თავისი მიზნებისამებრ ატრიალებს.
„ჰამლეტი“ ანუ არაფერი ზედმეტი
Mar 16th
ადამიანთა შორის გამძაფრებული უნდობლობა, განდგომილება, ცინიზმი, – ეს რობერტ სტურუას ბოლო „ჰამლეტის“ ლაიტმოტივია. ასეთი განცდა სპექტაკლის პირველივე წუთებიდან ჩნდება, როდესაც დანიის გარდაცვლილი მეფის აჩრდილს მოკრავენ თვალს. ყველას ეშინია, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. სცენის სიღრმიდან მომავალ სიცივეს მოქმედ გმირთა შორის გათიშულობა და ყალბი თანაგრძნობა ამძაფრებს. დედა–შვილურ სიყვარულს აღვირახსნილობა უირისპირდება. არაფერი იძლევა უკეთესობის იმედს. თითქოს, ყველა ერთმანეთის მტერია. საბოლოო ჯამში კი, ორაზროვნების გარეშე, ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშე კვდება. ისევე, როგორც ჰამლეტი. ადამიანი, რომელიც შეშლილის სახით „ეჭყანება“ უბედურებას და ამით ცდილობს მის განადგურებას.
„ჰამლეტი“, როგორც საზოგადო მოვლენა, სოფიზმის ხერხებით სტურუამ 2001 წელს გახსნა. აღსანიშნავია, რომ „ჰამლეტის“ პირველ დადგმაში, რომელიც ლონდონის „რივერსაიდ სტუდიოში“ შედგა, რეჟისორმა მთავარი როლი ალან რიკმანს განასახიერებინა. ქართულ სცენაზე იგი ზაზა პაპუაშვილმა შეცვალა. „ამ შემთხვევაში „ჰამლეტი“ პოემად დავდგი. ფინალში ამბის დასასრულის არა ცხოვრებისეული, არამედ პოეტური ლოგიკა ვამჯობინე. ზოგიერთ მონაკვეთში შინაარსს გვერდი ვერ ავუარე და სიუჟეტს მივყევი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი კარგად ცნობილი ამბის გადმოცემისას უმჯობესია, ფაბულის მიმართულებები ცოტათი შეცვალო“, – ასე შეაფასა სპექტაკლი რეჟისორმა.






