თეატრი ათონელზე – წარმოგიდგენთ სპექტაკლს “აგვისტოს სიგიჟე”

პიესის ავტორი და რეჟისორი – ნინო ბასილია “თეატრი ათონელზე”, პრემიერა – 7 ,8, 9 მაისი; დასაწყისი 19.00 საათი სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს!
2008 წლის აგვისტო… თითქოს ჩავლილი და ისტორიის კუთვნილებადქცეული გუშინდელი დღე, მაგრამ ყველასთვის დაუვიწყარი და ტკივილით სავსე. აგვისტოს ომის კიდევ ერთი გამოხმაურება _ ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალი სპექტაკლი “აგვისტოს სიგიჟე” – სამი ნოველა ომსა და სიყვარულზე, რწმენასა და გამარჯვებაზე.
ქართულ-რუსული ურთიერთობები, ქართველი ემიგრანტების ყოფა რუსეთში აისახა ნინო ბასილიას დოკუმენტურ ფილმშიც – “გრუზინები.რუ”. ფილმი აგვისტოს ომამდე, ათი დღით ადრეა გადაღებული.
საერთოდ, ნინო ბასილია თეატრალური ექსპერიმენტებით გამორჩეული რეჟისორია. ქართულ თეატრალურ სივრცეში მან პირველმა მიმართა ვერბატიმის ჟანრს. მაყურებელს ახსოვს მისი კიდევ ერთი უჩვეულო ექსპერიმენტი – პირველად თეატრს მიღმა, ლიტერატურულ კაფეში წარმოდგენილი ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედია – “კოკაინი”. თეატრალურ სარდაფში დაიდგა მისი სპექტაკლები (“ბომჟები”, “სექსუალური რევოლუცია”, “ებრაელები”; ასევე, მისივე პიესების მიხედვით, ლევან წულაძის მიერ განხორციელებული წარმოდგენები (“თაგვი”, “ლიფტიორი”).
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით


about 4 months ago
უუუუუუუუუ! აი ეგეთია ”აგვისტოს სიგიჟე” და უუუუუუუუუ ეგეთი მაგარი რეჟისორია ნინო ბასილია. წადით ხალხო, დედას გეფიცებით, მაგრად ისიამოვნებთ. დიიიიდი ხანია, ეგეთი უძლიერესი სპექტაკლი არ დადგმულა საქართველოში. მარჯანიშვილის, იგივე ლიტკრუჟოკის სამარცხვინო სპექტაკლებს არ გავს, არც რუსთაველის სპექტაკლებს. რობიკოს დადგმულებს არ ვგულისხმობ. რობიკო, რობიკოა.
ყოჩაღ, ბასილია, დაგლიჯე, რუსებს მაგრად გადაუარე.
მხეცი სპექტაკლია, სცენარიც მაგარია, რეჟისურაც, მსახიობებიც, მუსიკაც. უუუჰ, ჭკუაზე არ ვარ. კიდევ უნდა ვნახო.
about 3 months ago
თაეატრის ფანებო, წავედით ”აგვისტოს სიგიჟეზე”, უკვე ვიყავი, კიდევ მივდივარ… მაგარია, მაგარი!!!!!!!!!