Posts tagged აფიშა
თეატრი ათონელზე – წარმოგიდგენთ სპექტაკლს “აგვისტოს სიგიჟე”
May 8th

პიესის ავტორი და რეჟისორი – ნინო ბასილია “თეატრი ათონელზე”, პრემიერა – 7 ,8, 9 მაისი; დასაწყისი 19.00 საათი სპექტაკლი ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს!
2008 წლის აგვისტო… თითქოს ჩავლილი და ისტორიის კუთვნილებადქცეული გუშინდელი დღე, მაგრამ ყველასთვის დაუვიწყარი და ტკივილით სავსე. აგვისტოს ომის კიდევ ერთი გამოხმაურება _ ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალი სპექტაკლი “აგვისტოს სიგიჟე” – სამი ნოველა ომსა და სიყვარულზე, რწმენასა და გამარჯვებაზე.
ქართული სათავადაზნაურო თეატრი
Feb 12th

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი “დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.

