Posts tagged მარჯანიშვილის თეატრი

Private Lives – მარჯანიშვილის თეატრში

დილიდან  ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადღაც მაგვიანდებოდა. ნახევარი საათით ადრე მივედი სალაროსთან, სადაც Teatri.ge -სთვის განკუთვნილი 2 ბილეთი გადმომცეს. ამჯერად უკვე ჩემს მეგობარზე დავიწყე ნერვიულობა . თავში ათასგვარი სისულელე მიტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ და მისგან დაგვიანება ცხოვრებაში არ მახსოვს.  თეატრის წინ თანდათან დაიწყო ხალხმა შეკრება. მიყვარს ამ დროს ხალხის თვალიერება, საგანგებოდ თეატრისთვის გამოწყობილები რომ არიან . რაც მათ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თეატრის მიმართ.

წაიკითხე პოსტი სრულად >

ურიელ აკოსტა

"ურიელ აკოსტა" – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

ყველა თეატრს გააჩნია  თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.

“ურიელ აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც ლეგენდის ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.

წაიკითხე პოსტი სრულად >