Posts tagged სპექტაკლი

ურიელ აკოსტა

"ურიელ აკოსტა" – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

ყველა თეატრს გააჩნია  თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.

“ურიელ აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც ლეგენდის ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.

წაიკითხე პოსტი სრულად >

ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!

დარეჯანი ილიას "ეკამათება"

თუმანიშვილის თეატრში “ბავშვმა გაიჩუჩუნა”. არ გჯერათ? აი, კიდევ… თქვენ თუ არა, დარეჯანს ხომ მაინც სჯერა. იგი დიდი იმედითა და მონდომებით მოელის მემკვიდრეს. მემკვიდრეს, რომელიც არა და არა ჩანს სპექტაკლი “ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!” ილიას ცნობილი მოთხრობიდან “კაცია ადამიანი?!” და ნაკლებად ცნობილიდან “კაკო” შეიქმნა. პირველი საოცრება, რაც სიუჟეტს თან ახლავს, არის ის, რომ სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს. აფიშის მიხედვით, სპექტაკლი ეფუძნება ილიას ორ მოთხრობას: რა თქმა უნდა, “კაცია ადამიანსა” და “კაკოს”. მეორე, თავდაპირველად, “კაკო ყაჩაღი მეგონა”, მაგრამ, ვინაიდან სპექტაკლში მისი ვერც ერთი ელემენტი ვერ ვიპოვე, მივხვდი, რომ შევცდი. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა კოტე მირიანაშვილმა ამიხსნა, თურმე “კაკო” “კაცია ადამიანი?!”-ს ერთ-ერთი საწყისი ვარიანტი ყოფილა. რაც მთავარია, ამ ვერსიის თანახმად, თურმე ჩვენთვის ნაცნობ ბუთქუნა წყვილს ვაჟი უჩნდება, სახელად ნიკოლოზი. ამით ილია რუსეთსაც გადასწვდა და ახალშობილში იმპერატორი ნიკოლოზ I იგულისხმა, თანაც, მათი დაბადების დღეებიც ემთხვევა თურმე ერთმანეთს. როგორც ბატონი კოტე ამბობს, ამაში სხვისთვის გაჩენილი შვილის სიმბოლიკა ჩადო ილიამ.

წაიკითხე პოსტი სრულად >

თანამედროვე ქართული სპექტაკლები (+გამოკითხვა)

დეზდემონა – ვერიკო ანჯაფარიძე (Photo By burusi.wordpress.com)

ჩვენს ფორუმზე ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა საკითხს: “კვდება თუ არა თეატრი” მიუძღვნა თემა სადაც ზოგადად ისაუბრა დღეევანდელი თეატრის ყოფაზე, იხილ. თემა —> ბმული . მინდა ვთქვა რომ თეატრი არ კვდება, უბრალოდ დრო ცვლის ყველაფერს და მასთან ერთად იცვლება თეატრიც, იცვლებიან მსახიობები, მაყურებლები და ა.შ. თუმცა თეატრი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან აქვს, იგი დღემდე ვითარდება და იცვლება. თეატრი ხელოვნების ისეთი რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც მამისგან შვილს მისი გვარი და ამ საგვარეულო ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია! როგორც მახსოვს ქართული თეატრის ისტორიიდან 19-20 საუკუნის საქართველო თეატრალური ცხოვრების განვითარების პიკზე იყო.

წაიკითხე პოსტი სრულად >