Posts tagged ტიტანთა ბრძოლა
ტიტანთა ბრძოლა
May 25th

- ტიტანების ბრძოლა
კარგია ხანდახან სპონტანური გადაწყვეტილებები. დღეს სრულებითაც არ მქონდა გეგმაში კინოში წასვლა, და არც ის წარმომედგინა თუ რა ფილმი შეიძლება მენახა. იმის შესახებაც არაფერი ვიცოდი , რომ კინოთეატრ რუსთაველში, უკვე 3D ფილმების ჩვენება დაეწყოთ, არც ახალი ფილმების შესახებ მსმენოდა რამე. რეკლამები იშვიათად აღწევს ჩემამდე, ხანდახან ალბათ საინტერესო ფილმებიც გამომრჩება ხოლმე . თავიდან ცოტა გამიკვირდა წარწერა 3D აფიშაზე , არ მეგონა, რომ ეს კინოთეატრიც ასე მალე დაიწყებდა სამგანზომილებიან ფილმების ჩვენებას. რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია. კინოთეატრი რუსთაველი ყოველთვის დროულად უწყობს ფეხს სიახლეებს. ერთი ეგაა, რომ რუსული გახმოვანების მქონე ფილმებს ვერ შეელივნენ და სუბტიტრებზე ვერ გადავიდნენ, თორემ სხვა რა გვაქვს საწუწუნო.

