Posts tagged Gabo
Private Lives – მარჯანიშვილის თეატრში
May 31st

დილიდან ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადღაც მაგვიანდებოდა. ნახევარი საათით ადრე მივედი სალაროსთან, სადაც Teatri.ge -სთვის განკუთვნილი 2 ბილეთი გადმომცეს. ამჯერად უკვე ჩემს მეგობარზე დავიწყე ნერვიულობა . თავში ათასგვარი სისულელე მიტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ და მისგან დაგვიანება ცხოვრებაში არ მახსოვს. თეატრის წინ თანდათან დაიწყო ხალხმა შეკრება. მიყვარს ამ დროს ხალხის თვალიერება, საგანგებოდ თეატრისთვის გამოწყობილები რომ არიან . რაც მათ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თეატრის მიმართ.
დარისპანის გასაჭირი
Mar 27th
რუსთაველის თეატრის სპექტაკლი “დარისპანის გასაჭირი” რეჟისორ რობერტ სტურუასა და ზაზა პაპუაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. ის დავით კლდიაშვილის ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციაა. მოქმედება 21ე საუკუნის იმერეთში ხდება, მიუხედავად დროის გარემოების ცვლისა როგორც ჩანს გათხოვება-დაოჯახების პრობლემა კვლავაც უცვლელი სახით რჩება . სპექტაკლში მრავალგზის იქნა აღნიშნული, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ ოჯახზე გული აიცრუა და სულ არ ფიქრობს ცოლის შერთვას . მინიშნება რატომღაც სცენის ცენტრში მდგარი კომპიუტერისკენ იყო მიმართული, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები რეჟისორს . ჩემის აზრით ამ ფაქტს სხვადასხვა ფაქტორთა ჯაჭვი განაპიობებს და თანამედროვე ტექნიკას არსებითი წვლილი არ მიუძღვის ამ პროცესში რომ ასე ერთბაშად მას გადავაბრალოდ მას ეს პრობლემა.
“ძვირფასო ჯონ” – კინოთეატრ რუსთაველში
Mar 17th
ამერიკულ კინომატოგრაფიაში კვლავ აქტუალურია თამაა, ამერიკელ ჯარისკაცების შესახებ გადაღებული მილიტარისტული ფილმები . სადაც მთავარი გმირები მოგვითხრობენ საკუთარი განცდების, ისტორიების შესახებ ომში ყოფნის პერიოდში. რამდენიმე მათგანი შედევრიც კი გამოვიდა , გარკვეულწილად ეს ერთგვარი ჰოლივუდური პროპაგანდაა, თუმცა ყველაფერს თავისი გამართლება აქვს. მეც მომწონს მსგავსი ფილმები, დღესაც კინოთეატრ რუსთაველში არჩევანი სწორედ მსგავს ფილმზე შევაჩერე. ძვირფასო ჯონ რეჟისორ ლასე ჰალსთრემის მიერ გადაღებული მელოდრამაა, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. მთავარ როლებში ჩენინგ ტატუმი და ამანდა სეიფრიდი თამაშობენ. ვფიქრობ საკმაოდ კარგად შერჩეული წყვილია .



