Posts tagged private lives
Private Lives – მარჯანიშვილის თეატრში
May 31st

დილიდან ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადღაც მაგვიანდებოდა. ნახევარი საათით ადრე მივედი სალაროსთან, სადაც Teatri.ge -სთვის განკუთვნილი 2 ბილეთი გადმომცეს. ამჯერად უკვე ჩემს მეგობარზე დავიწყე ნერვიულობა . თავში ათასგვარი სისულელე მიტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ და მისგან დაგვიანება ცხოვრებაში არ მახსოვს. თეატრის წინ თანდათან დაიწყო ხალხმა შეკრება. მიყვარს ამ დროს ხალხის თვალიერება, საგანგებოდ თეატრისთვის გამოწყობილები რომ არიან . რაც მათ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თეატრის მიმართ.

