მოკლე ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”); ქრისტეფორე (მოხუცი ჯამბაზები) და სხვა მრავალი…

კომენტარი