სიახლეები

171-ე სეზონის გახსნა გრიბოედოვის თეატრში

171-ე სეზონის გახსნა გრიბოედოვის თეატრში

7 ოქტომბერს 18.00 საათზე თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სეზონს გახსნის სპექტაკლით „FROZEN IMAGES/გაყინული სურათები“.
ჩვენება შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის GEORGIAN SHOWCASE ფარგლებში.

9 ოქტომბერს კი სპექტაკლი FROZEN IMAGES/გაყინული სურათები მიემგზავრება საგასტროლოდ ფინეთში, სადაც ჰელსინკის 3 თეატრში იქნება ნაჩვენები.
11 ოქტომბერს – კანელტალოს კულტურის ცენტრში
13 ოქტომბერს – სტოას კულტურის ცენტრში
15 ოქტომბერს – მალმიტალოს კულტურის ცენტრში.

ეს გახლავთ გრიბოედოვის თეატრის კო-პროდუქცია ფინურ თეატრალურ კომპანიასთან sadsongscomplex:fi. სპექტაკლის რეჟისორია იარი იუტინენი, პიესის ავტორი – კრისტიან სმედსი.
სპექტაკლში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გრიბოედოვის თეატრის სამიზნე ჯგუფის სტუდენტები ქრისტინე ბერუაშვილი, ხატია ბერუაშვილი, მიხეილ გავაშელი, დავით კოტოვი, დემეტრე ნაყოფია, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, სოფი ჩალაშვილი და გვანცა შარვაძე (ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნო).

„გაყინული სურათები“ – უბრალო ამბავია. სასოწარკვეთა, სულიერი განცდა, გულგრილობა, დაკარგული წლები და ამაოებაში ცხოვრების აზრის ძიება – ყველაფერს ერქმევა თვისი სახელი. და მაინც, ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც ყველაფერზე ძლიერია …

გასტროლები ხორცილელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

Back to top button