კვლევა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითმა ცენტრმა განახორციელა, ეფუძნება საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი თეატრის (სახელმწიფო, დამოუკიდებელი, რეგიონულ) 2012 წლის მონაცემებს. კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2012 წელს საქართველოში სხვადასხვა ტიპის, მიმართულების და სტატუსის თეატრში დაიდგა 144 სპექტაკლი, ამათგან თანამედროვე ქართველი ავტორის (დრამატურგის) – 58, უცხოელი ავტორის – 48 და კლასიკური (ქართული და უცხოური) – 38. რაც პროცენტებში ასე გამოიხატება: თანამედროვე ქართული – 39,44%; უცხოური – 33, 80%; კლასიკა (ქართული, უცხოური) – 26, 76%.
PDF ფაილი2012 წელს 33 თეატრში დაიდგა 144 სპექტაკლი. ამათგან:
[list type=”circle”] [item]თავისუფალ თეატრში – 7[/item] [item]სამეფო უბნის თეატრში – 3[/item] [/list] რეგიონულ თეატრებში:
[list type=”circle”] [item]მესხეთის თეატრში – 8[/item] [item]გორის თეატრში – 7[/item] [item]ქუთაისის თეატრში – 6[/item] [/list]
საერთაშორისო გასტროლი, მონაწილეობა ფესტივალებში:
საქართველოს მასშტაბით 32 თეატრიდან საერთაშორისო გასტროლი ჰქონდა 11 თეატრს. მათ შორის, 17 რეგიონული თეატრიდან მხოლოდ აჭარის თეატრებმა (ბათუმის დრამატული – 1, ბათუმის თოჯინების -3, ხულოს -1), შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტჯერ საერთაშორისო ფესტივალში, (ბიენალეში, ფორუმში) მონაწილეობა მიიღო:
დედაქალაქის 10 სახელმწიფო თეატრიდან საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ექვსმა თეატრმა, მათგან ყველაზე მეტი გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰქონდათ:
[list type=”circle”] [item]მარჯანიშვილის თეატრს – 5[/item] [item]მუსიკისა და დრამის თეატრს – 3[/item] [item]თუმანიშვილის თეატრს – 2[/item] [/list]ოთხი დამოუკიდებელი თეატრიდან საერთაშორისო გასტროლი განახორცელა სამმა თეატრმა:
[list type=”circle”] [item]თავისუფალი თეატრი – 4[/item] [item]სამეფო უბნის თეატრი – 1[/item] [item]თეატრი ათონელზე – 1[/item] [/list]რეგიონალური თეატრებიდან 2012 წელს მხოლოდ აჭარის თეატრებმა შეძლეს თავიანთი სპექტაკლების ჩვენება საერთაშორისო ფესტივალებზე:
[list type=”circle”] [item]ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა – 3[/item] [item]ბათუმის დრამატულმა თეატრმა – 1[/item] [item]ხულოს თეატრმა – 1[/item] [/list] შემოქმედებითად ყველაზე აქტიური რეჟისორების ტიტულს ინაწილებენ:[list type=”circle”] [item]პირველ ეტაპზე გოჩა კაპანაძე და გიორგი შალუტაშვილი 6-6 დადგმით[/item] [item]მეორე ეტაპზე დიმიტრი ხვთისიაშვილი და ვანო ხუციშვილი 4-4 დადგმით[/item] [/list]
რეგიონის თეატრებში, სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ყველაზე მეტი დადგმა ეკუთვნის სოსო ნემსაძეს (გორის თეატრი) 4 დადგმით, ხოლო დედაქალაქის თეატრებიდან – ლევან წულაძეს (მარჯანიშვილის თეატრი) 3 დადგმით.
დამოუკიდებელი რეჟისორთაგან, რომლებმაც 2012 წელს მხოლოდ ერთ თეატრში განახორციელა ყველაზე მეტი დადგმა ლიდერის პოზიცია უჭირავთ დედაქალაქიდან: ვანო ხუციშვილს (თავისუფალი თეატრი, 3 დადგმა) რეგიონებიდან ასევე 3-3 დადგმით ვახტანგ ქორიძეს (ახალციხის თოჯინების თეატრი) და მზია ქირიას (სენაკის თეატრი).
რაც შეეხება მსახიობ ქალებს:
ერთ თეატრში მოღვაწე მსახიობ ქალთაგან ყველაზე მეტ სპექტაკლში იყო დაკავებული:
მამაკაცთაგან ერთ თეატრში ყველაზე მეტ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ზაზა გოგუაძემ (7-ჯერ), რომელსაც 6-6 როლით მოსდევს ლაშა ბუტულაშვილი (მესხეთის თეატრი), რაჟდენ კერვალიშვილი და დენ ხლიბოვი (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
მსახიობი, რომელიც მიწვეულია ყველაზე მეტ თეატრში:
აკაკი ხიდაშელი (მარჯანიშვილის თეატრი, კინომსახიობთა თეატრი, ახმეტელის თეატრი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
სხვადასხვა თეატრში ყველაზე ხშირად მიწვეული თავისუფალი მსახიობებია:
ანა წერეთელი (სამეფო უბნის თეატრი) 5-ჯერ, 4-4 ჯერ ასევე სამეფო უბნის თეატრის მსახიობები: ნატუკა კახიძე, იაკო ჭილაია, მაგდა ლებანიძე.
მამაკაც მსახიობთაგან ყველაზე მეტჯერ მიწვეული მსახიობი არის პაატა ინაური (სამეფო უბნის თეატრი) 5-ჯერ და შაკო მირიანაშვილი (თავისუფალი თეატრი) 4-ჯერ.
თეატრების მიხედვით მსახიობთა რეიტინგი ასე გამოიყურება:
[list type=”circle”]
[item]რუსთაველის თეატრი – ქეთი სვანიძე (3), ლევან ხურცია(3), ირაკლი სანაია (3)[/item]
[item]მარჯანიშვილის თეატრი – ქეთი ცხაკაია (3), მანანა კოზაკოვა (3), ზაზა გოგუაძე (7), როლანდ ოქროპირიძე (4), ზურაბ ბერიკაშვილი (4), ონისე ონიანი (3), დავით ხურცილავა (3)[/item]
[item]მუსიკისა და დრამის თეატრი – გიგი ქარსელაძე (3), გიორგი ტორიაშვილი (3)[/item]
[item]გრიბოედოვის თეატრი – მიხეილ ანჯაფარიძე (3)[/item]
[item]ახმეტელის თეატრი – ანდრო სარიშვილი (3)[/item]
[item]სამეფო უბნის თეატრი – პაატა ინაური (3)[/item]
[item]ბათუმის თეატრი – ქეთევან ეგუტიძე (3), დავით ჯაყელი (3), ლევან თედორაძე (3)[/item]
[item]ქუთაისის თეატრი – ნუცას სულაბერიძე (3), ნანა ცხვარიაშვილი (3), დავით როინიშვილი (3), გიორგი ჩაჩანიძე (3)[/item]
[item]სენაკის თეატრი – ცირა ადამია (4), ლალი გაბელაია (4), ზურაბ ზურაბაშვილი (3), ზვიად ზურაბაშვილი (3)[/item]
[item]ჭიათურის თეატრი – თამარ ჯაჯანაშვილი (3), გოჩა აბაშიძე (3)[/item]
[item]ზესტაფონის თეატრი – ნინო აბესაძე (3), მზია არევაძე (3), მარეზი აბესაძე (3), თემურ კიკნაველიძე (4), ბადრი ტაბატაძე (4)[/item]
[item]გორის თეატრი – ნათია მელაძე (4), თათია ტატულაშვილი (3),[/item]
[item]რუსთავის თეატრი – ნათია არბოლიშვილი (3), ზურა ფიროსმანაშვილი (3)[/item]
[item]თელავის თეატრი – ნონა ხუბარაშვილი (4), ვენერა ფეიქრიშვილი (3), მალხაზ ჩიდრაშვილი (4), ვანო აინტბელიძე, ლექსო რაზმაძე და ზურაბ ლომიძე (3)[/item]
[/list]
მსახიობებთა მიწვევის ინსტიტუტი:
მსახიობების მიწვევის ინსტიტუტი არსებობს 20 თეატრში.
მსახიობებს არ იწვევს 12 თეატრი.
4 თეატრის (ილიაუნის თეატრი, თავისუფალი თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, ახალი თეატრი) დასი 100%-ით ეფუძნება მსახიობთა მოწვევის სისტემას.
2012 წლის ყველაზე პოპულარული დრამატურგი:
[list type=”circle”]
- ლაშა ბუღაძე – 4 პიესა (რუსთაველი, მარჯანიშვილი, მუსიკისა და დრამის, ახმეტელის)[/list] მეორე ადგილს 2-2 დადგმით ინაწილებენ:
ლაშა თაბუკაშვილი (მესხეთის, თავისუფალი), გურამ ბათიაშვილი (მესხეთის, მარჯანიშვილის), ნინო სადღობელაშვილი (თავისუფალი თეატრი), ვანო ჩხიკვაძე (გორის თეატრი)კომენტარი:
სტატისტიკური კვლევა, რომლის შედეგებიც გამოხატულია მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებელში და ის არ გამოხატავს თვისობრიობას და მხატვრულ ხარისხს, 2012 წლის მაგალითზე ავლენს შემდეგ ტენდენციებს:
[list type=”circle”] [item]ქართულ თეატრში ყველაზე ხშირად იდგმება თანამედროვე ქართველი ავტორების პიესები, რაც განპირობებულია თემების აქტუალობით (განსაკუთრებით სოციალური თემატიკით და მწვავე პოლიტიკური მოტივით) და ჟანრობრიობით. ქართველ რეჟისორთა უმრავლესობა 2012 წელს ყველაზე ხშირად კომედიებს დგამდა მაყურებლის მოზიდვის მიზნით.[/item] [item]
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ თეატრის ბიუჯეტი ნაკლებად განსაზღვრავს თეატრის მუშაობის ეფექტურობას. ზოგ შემთხვევაში კი თეატრი ორიენტირებულია არა ხარისხზე, არამედ მეტი ახალი თეატრალური პროდუქტის შექმნაზე და მის გაყიდვაზე.[/item] [item]
2012 წლის მიხედვით თეატრების უმრავლესობამ (70%) ვერ მოახერხა საერთაშორისო ასპარესზე გასვლა, რაც განპირობებულია: საერთაშორისო კონტაქტების ნაკლებობით, საგასტროლო თანხების არ ქონით. რეგიონების თეატრებიდან მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის (აჭარის) თეატრებმა მოახერხეს საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა, ასევე გასათვალისწინებელია არასაბიუჯეტო თეატრის-თავისუფალი თეატრის საგასტროლო მაჩვენებელი. მისი მენეჯმენტი ისეა აწყობილი, რომ ის ახერხებს დაფინანსების მოძიებას საგასტროლო ხარჯების დასაფარად.[/item] [item]
კვლევამ გამოკვეთა ისიც, რომ შემოქმედებითად გაცილებით აქტიურები არიან ის რეჟისორები, რომლებიც არ მოღვაწეობენ ერთ რომელიმე კონკრეტულ თეატრში.[/item] [/list]
კვლევის შედეგების გამოყენება რაიმე ფორმით კვლევის ავტორის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი) მითითების გარეშე აკრძალულია.
© ქართული თეატრის კვლევის ცენტრი