სიახლეები

2+2=2 პრემიერა ახმეტელის თეატრში

7, 8 მარტს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ბრაზილიელმა ხელოვანმა როდრიგო ფიშერმა სპექტაკლი 2+2=2 დრამატურგ ანტონინ მარტოსთან (ირაკლი კაკაბაძე) და ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად განახორციელა.
როდრიგო ფიშერი – ბრაზილიელი ხელოვანი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და გამნათებელი,ახალი აუდიოვიზუალური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ჰიბრიდული კვლევის ინტერფეისს კინოსა და თეატრზე. თავის ნამუშევარში – 2+2=2 ფიშერი ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად წარმოადგენს 21–ე საუკუნის ერთ ერთ მთავარ პრობლემას – იდენტობის პრობლემას, სპექტაკლში პასუხი უნდა გაეცეს ეგზისტენციურ კითხვას – აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი? 7 მარტს, 19 საათზე არატრადიციული თეატრალური დადგმის მეშვეობით ბრაზილიელი ხელოვანი ახმეტელის თეატრში სვამს კითხვას – კატაა ადამიანი? ანუ რამდენად მყარია ადამიანის იდენტობა …

21–ე საუკუნეში ადამიანმა გადალახა გენდერული, ეროვნული, ეთნიკური სტერეოტიპები, მაგრამ არის კი ის თავისუფალი ნების მატარებელი არსება?

2+2=2 ექსტრაორდინარული პროექტია იმ თვალსაზრისითაც, რომ ტექსტზე დრამატურგ ანტონინ მარტოსთან (ირაკლი კაკაბაძე) ერთად თავად რეჟისორი და მსახიობები მუშაობდნენ, ტექსტი სოციალური, ფილოსოფიური და ინტერნაციონალურია.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, სოფია სებისკვერაძე, გიგი მიგრიაული, გიორგი ცხადაძე.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო.
პროექტის პარტნიორია „ტრანსცენდ-საქართველო“ და მაჰათმა განდის ფონდი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995) 32 2 655 437

(+995) 577 28 87 12

Back to top button