სიახლეები

მეგობრობის გაკვეთილი

გუშინ, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის სპექტაკლის რეპეტიციას დავესწარი. სანამ უშუალოდ სპექტაკლის შესახებ მოგითხრობდეთ, უნდა ვთქვა, რომ თავად სკოლით ვარ მოხიბლული. განათლების რეფორმის შემდეგ საჯარო სკოლაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ რამდენიმე წლის მანზილზე თუ ყველა სკოლა ასე შეიცვალა, როგორიც 24-ე საჯარო სკოლაა, მაშინ სამუდამოდ შევწყვეტ განათლების რეფორმის კრიკიტიკას, თუმცა ამ სკოლას ისედაც რეფორმატორული აზროვნებით სახელგანთქმული დირექტორი ჰყავს – გია მურღულია და სკოლის წარმატებაც, ალბათ, უფრო მას უნდა მივაწეროთ.

ახლა კი სპექტაკლის შესახებ. პრემიერამდე ორი დღე იყო დარჩენილი და ბავშვებიც შესაბამისად მთელი შემართებით ემზადებოდნენ “მეგობრობის გაკვეთილისთვის“, სწორედ ასე ჰქვია სპექტაკლს. მოქმედება ძირითადად გაკვეთილზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ  თითოეული სახე ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებულია ხასიათით,  რაც თავის მხრივ დახვეწილ ოსტატობას მოითხოვს შესრულების დროს, ბავშვებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას. ხასიათების ამგვარი კონტრასტი განსაკუთრებულად ფერადსა და მრავალფეროვანს ხდის სპექტაკლს. ყოველ მათგანს სრულებით აქვს გათავისუბული როლი და პერსონაჟის სირთულე. იგრძნობა გამოსახვის ახალი საშუალებებისა და ფორმების ძიების სურვილი, მოქმედება კი  საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს. რეჟისომა ქალბატონმა რუსიკომ, ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცა, თითოეულმა მათგანმა  თავის შესაძლებლობების მაქსიმუმის რეაილზება შეძლო ისე, როგორც არასდროს. ჩემი სუბიექტური აზრით, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, ბავშვებში შეძლებთ მომავალი პროფესიონალი მსახიობების დანახვას!

პიესის შინაარსი და მასში დასმული პრობლემები თითოეული მაყურებლისთვის ნაცნობი და მშობლიური იქნება. აქ მხატვრულად დამუშავებულია ყველა ის ძირითადი პრობლემა, რაც ზოგადად მოზარდისთვის არის დამახასიათებელი. შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვათ თანა წყობას, “დღევანდელი ბავშვებისთვის” ან “ახალი თაობისთვის-მეთქი”, რამეთუ ყოველთვის შორს ვიყავი იმ აზრისაგან, რომ ერთი ან მეორე თაობა თავის წინას ან მომდევნოს თითქოს რამით სჯობდეს ან და ჩამოუვარდებოდესო და ყოველთვის ღიმილს მგვრის ხოლმე შეძახილები ახალი თაობის “გადაგვარების” შესახებ. მეტიც ეს სიბერის პირველ და უტყუარ ნიშნად მიმაჩნია. ამიტომაც ეს სპექტაკლი საინტერესო იქნება როგორც მათივე თანატოლებისთვის, ისე ყველა წინა თაობის მაყურებლისთვისაც. თუმცა, რა თქმა უნდა სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო მნიშნელოვანია ამ სპექტაკლის ნახვა, რადგან ეს კიდევ ერთი “მეგობრობის გაკვეთილი” იქნება მათთვის,შეძლებენ გვერდიდან შეხედონ იმ პრობლემებს, რაც სწორედ ახლა დგას მათ წინაშე და ისწავლონ, დიახ,ეს სპექტაკლი,  მართლაც ბევრს ასწავლის მათ. უფროსი თაობა კი კიდევ ერთხელ გაიხსენებს ბავშვობას, ალბათ ბევრსაც იცინებს ჩემსავით და სიცილით სიცოცხელასც გაიხანგრძლივებს.

შეგნებულად არ მოგითხრობთ უფრო დაწვრილებით პიესის შინაარს, მირჩევნია ეს სურპრიზად დავტოვოთ და 20 მაისს, 24-ე სკოლის დარბაზში ყველამ ერთად ვნახოთ ეს ჩინებული სპექტაკლი. სპექტაკლი 3 საათზე დაიწყება, დასწრებ კი – თავისუფალია.

მონაწილეობენ

ირაკლი ასათიანი, გიგი გალდავაძე, გეგა გალოგრე, ნათია გიგატაძე, გუგა მესხი, გიორგი ლაბაძე, ავთო თაბაგარი, თათია თუთისანი, ნინო სარალიშვილი, გიორგი კობახიძე, რეზო გვრიტიშვილი, სალომე ირემაშვილი, მარიამ მარკოზაშვილი, ეკა კვინიკაძე, სალომე ქავთარაძე და რუსუდან ეფრემიძე.

რეჟისორი

რუსუდან კობიაშვილი

პიესის ავტორი

ნანა კაკაბაძე

პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button