სიახლეები

“სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ”

9 აპრილს სპექტაკლის ონლაინ ჩვენება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი , 9 აპრილს 17:00 საათზე, კიდევ ერთი სპექტაკლის ონლაინ ჩვენებას გთავაზობთ და მას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას უძღვნის.
“სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ” სპექტაკლი-აქციაა, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრის წამოწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებათა გადაფასების. სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მუსიკა, სიმღერა და ქორეოგრაფია. წარმოდგენაში ერთმანეთზე გადაჯაჭვულია: სიყვარული, წარსული, მომავალი, ტრადიცია და აწმყო. პიესის ავტორები არიან დიმიტრი ხვთისიაშვილი, ანა მირიანაშვილი. დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძე. კომპოზიტორი და ლოტბარი დავით მალაზონია. ქორეოგრაფი გია მარღანია. ვიდეო პროექცია ლევან გვაზავა. მონაწილეობენ: ნინო ანდრიაძე, ნათია კუპატაძე, თამარ მამულაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ია ჭილაია, ნელი ჯავახიშვილი, რატი გოგუაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, გიორგი მაისურაძე, ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, კახა ჭოლაძე, ვამეხ ჯანგიძე. თეატრალური პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დახმარებით.
სპექტაკლის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ლინკზე
https://www.facebook.com/MozardmakurebeltaTeatri/

Back to top button