სიახლეები

ახმეტელის თეატრში პრემიერაა – სპექტაკლი “პიტერ პენი”

28 თებერვალს, 1 მარტს, 14 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოების მიხედვით ზღაპარი პიტერ პენი რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელა. პიტერ პენი – ცელქი ბიჭუნა კუნძულ ნევერლენდიდან, რომელსაც ფრენა შეუძლია და რომელიც არასოდეს ბერდება, ფერია წკრინ ბელისა და ვენდის დახმარებით მეგობრებთან ერთად ბოროტ მეკობრეებს ებრძვის. კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, მაგრამ ნევერლენდი ხომ ზღაპრული კუნძულია, ზღაპრის ბოლო კი ყოველთვის კეთილია, ამიტომ პიტერ პენი მეგობრებთან ერთად ბოროტებას ამარცხებს. მიმდინარე სეზონზე პიტერ პენი რიგით მესამე საბავშვო სპექტაკლია, რომელიც ახმეტელის თეატრში განხორციელდა, რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა 2014 წლის 22 ოქტომბერს ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით ზღაპარი “რაპუნცელი” წარმოადგინა . 2014 წლის 14 დეკემბერს კი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ და რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა ასტრიდ ლენდგრენის ცნობილი ნაწარმოები პეპი გრძელი წინდა (მიუზიკლი) დადგეს

სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ჭუმბურიძე, გვანცა კანდელაკი, შორენა ზუბიაშვილი, სოფია სებისკვერაძე, მაიკო ვაწაძე, გიგი მიგრიაული, ვაჟა ციცილოშვილი, კახა ჯოხაძე, ჯაბა ჯაფარიძე, გაგა მახათაძე.
მხატვარი-მარიკა კვაჭაძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 32 2 655 437
(+995) 577 28 87 12

Back to top button