სიახლეები

ახმეტელის თეატრის გასტროლი ქვემო მაჩხაანის თეატრიში

14 მაისს, 16 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის დასი ლიტერატურულ სპექტაკლს „მოძღვრის აღსარება“ ქვემო მაჩხაანის თეატრის ძველ, უნიკალურ შენობაში წარმოადგენს. უნიკალური შენობა ნაგებობა XIX- ე საუკუნის მიწურულს ქიზიყის მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით, ადგილობრივი ინტელიგენციის თაოსნობით ააშენა, თეატრის მშენებლობაში მთელი ქიზიყი იღებდა მონაწილეობას, ამჟამად, მაჩხაანის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ესაჭიროება, რათა თეატრი კვლავაც ფუნქციონირებადი გახდეს და კახეთისა და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს კულტურულ ცენტრად იქცეს.

ქართული თეატრის რეფორმატორი, გენიალური ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი თავის პირველ წარმოდგენებს სწორედ მაჩხაანის თეატრში მართავდა!

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრს აქცს პატივი14 მაისს , 16 საათზე ქვემო მაჩხაანის თეატრის უნიკალურ შენობაში საქველმოქმედო სპექტაკლი “მოძღვრის აღსარება” წარმოადგინოს და თავისი წვლილი შეიტანოს თეატრის აღდგენის საქმეში!

„მოძღვრის აღსარება“ დეკანოზ პეტრეს (პეტრე კოლხი) პოეზიის მიხედვით ახმეტელის თეატრში 2014 წლის ნოემბერში განხორციელდა. სატრფიალო ლექსები, ფილოსოფიური, რელიგიური და ბავშვობის დროინდელი ჩანაწერები, სოფლის მონატრება, დედის დარიგება – ეს ის თემებია, რომლებზეც დეკანოზი პეტრე წერს – დამდგმელი რეჟისორი – ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირაკლი გოგია, რეჟისორი ბექნუ ქაფიანიძე ახმეტელის თეატრში განხორციელებულ

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარინა ხარჩილავა, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი გასვიანი, ჯამბაკურ ჯაფარიძე, ანდრია გველესიანი, გიგი მიგრიაული პროექტი ხორციელდება კავკასიური სახლისა და ახმეტელის თეატრის მხარდაჭერით.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია: “სამოქალაქო ინიციატივა – Civic Intiative” ერთად აღვადგინოთ ქვემო მაჩხაანის თეატრის უნიკალური შენობა!

პრესა: 1899 წელი, გაზეთი ივერია თეატრის საზეიმო გახსნის შესახებ წერს: “1899 წლის ივლისს წარმოადგინეს ქვემო მაჩხაანის თეატრის ახალ შენობაში “ხანუმა“ ა. ცაგარელისა და ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დახმარებით. წარმოდგენას ქიზიყის რჩეული საზოგადოება და დიდძალი ხალხი დაესწრო. (ღარიბნი უფასოდ) წარმოდგენიდან შემოვიდა ოც თუმნამდის,რომელმაც უნდა გაისტუმროს თეატრისთვის ახლად აგებული შენობის ვალი…“

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 32 2 655 437
(+995) 577 14 19 75
(+995) 577 565918

Back to top button