სიახლეები

ალქაჯთა ხანა – მიმოხილვა

ფილმის მიმოხილვა

XIV საუკუნე. ევროპაში შავი ჭირი მძვინვარებს. ალქაჯობაში ეჭვმიტანილები რაინდებს მონასტერში გადაჰყავთ, სადაც ბერები იკვლევენ, შეიძლება თუ არა მათი მიზეზით იყოს გამოწვეული შავი ჭირის ეპიდემია.

ფილმის შესახებ
ეს არის ფილმი რომელიც გვიამბობს ჯვაროსნების შესახებ მათ ბრძოლას ბოროტ ძალებთან და ა.შ. არარის 3D თუმცა რამდენიმე კადრი ამ ფილმიდან პირადად ჩემთვის საინტერესო სანახავი იქნებოდა 3D-ში. მინდა ვთქვა რომ მზგავსი სიუჟეტის მქონე ფილმები კინო ინდუსტრიაში უხვად მოგვეპოვება, თუმცა ერთხელ სანახავად ნამდვილად კარგია ხოლმე. ისტორიული ფანტასტიკა, რომელიც რელიგიური ხაზით ვითარდება და კეთილის ბოროტზე გამარჯვებით მთავრდება, რაც მთავარია ფილმი კარგად არის შეკრული და არ მოიწყენ ყურებისას, პირიქით ზოგიერთი მომენტი იმდენად ეფექტური და რეალურია, რომ სუსტი გულის მქონე ადამიანს შეიძლება წამიერად შეეშინდეს კიდეც. ნიკოლას კეიჯი და რონ ფერლმენი ჯვაროსანი მეომრები, რომლებმაც გადაწყვიტეს აღარ დახოცონ უდანაშაულო ხალხი, ამის გამო ტოვებენ ჯარს და მიდიან სხვა საქმის მოსაძებნად თუმცა ბედი მათ ისევ ჯვაროსნებთან მიიყვანს და ამჯერად მათ ავალებენ ალქაჯის, ერთი ადგილიდან, მეორე ადგილზე გადაყვანას. ზუსტად აქ იწყება ფილმის მთავარი ამბავიც, ამ ალქაჯს აბრალებენ ქვეყანაში შავი ჭირის გავრცელებას, რის გამოც ის მიჰყავთ მონასტერში, სადაც ბოლოს როგორც აღმოჩნდება ყველა მკვდარია, ისევ და ისევ ამ შავი ჭირით. ეს მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ ფილმზე რადგან დანარჩენი თავად უნდა ნახოთ და არა წაიკითხოთ აქ 🙂 რაც შეეხება მსახიობებს ჩემი აზრით ნიკოლას კეიჯი ამ ფილმში ნამდვილად არ ბრწყინავს, როგორც რონ ფერლმენი, მაგრამ გოგონა რომელიც ალქაჯის როლს თამაშობს საკმაოდ ნიჭიერი მსახიობი აღმოჩნდა და კარგად გაართვა როლს თავი. ერთი სიტყვით ეს ფილმი ერთხელ ყველამ უნდა ნახოს აუცილებლად!

რეჟისორი: დომინიკ სენა
სცენარისტი: ბრაგი ფ. შუტი
პროდიუსერი: ალექს გარტნერი, ჩარლზ როვენი
როლებში: ნიკოლას კეიჯი, რონ მერლინი, სტივენ გრემი
პრემიერა საქართველოში: 20.01.2011
ჟანრი: დრამა ფანტასტიკა ტრილერი
მსოფლიო პრემიერა: 07.01.2010

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button