სიახლეები

აქციები მარჯანიშვილის თეატრში!!!

მარჯანიშვილის თეატრის განსაკუთრებული შეთავაზებები წლის ბოლომდე: პოპულარობით N 1 – შესვენების დრო – 13:00 – 15:00! მაყურებლის მეტი კომფორტისთვის – კვლავ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში არსებულ ყველა სპექტაკლზე 50 % ფასდაკლებით შემდეგი პირობით:

  •  სამუშაო დღეებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • შესვენების დროს, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში – 13:00 – 15:00 საათი
  • მხოლოდ თეატრის სალაროში
  • თეატრის სამივე სცენაზე – დიდი სცენა, სარდაფი, სხვენი!

შესვენების დრო ამოქმედდება 1 ნოემბრიდან და ამ სახით 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში! იმისათვის, რომ გახდეთ ამ შემოთავაზების მონაწილე საჭიროა მხოლო და მხოლოდ მობრძანდეთ თეატრის სალაროში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სპექტაკლის ბილეთი.

ყურადღება!

  1. შეძენა შესაძლებელია არაუმეტეს 4 ბილეთისა.
  2. აქცია არ ვრცელდება სპექტაკლებზე – „ჟოლო“, „მთვრალი ალუბალი“.

ასევე პოპულარული – განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის: ყველა საჯარო და კერძო სკოლებისათვის მარჯანიშვილის თეატრის ბილეთის ფასი არის 6 ლარი (ნაცვლად არსებული ფასებისა)

  • შეთავაზება მოქმედებს თეატრის სამივე სცენაზე (დიდ სცენა – პარტერი; სხვენი, სარდაფი).
  • ბილეთების შეძენა შესაძლებელია სკოლიდან მიმართვის საფუძველზე.

და ჯერ კიდევ არაპოპულარული (სხვა აქციებთან შედარებით) , მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი: სტუდენტური ID ბარათის მფლობელთათვის! სტუდენტებისათვის, მათ ვისაც სტუდენტური ID ბარათი გააჩნია, მარჯანიშვილის თეატრში – სპეციალური 50% იანი ფასდაკლება გრძელდება! ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს , რომელიც ID ბარათს წარადგენს შესაძლებლობა ეძლევა ბილეთები სპეციალურ ფასად შეიძინოს სამივე სცენაზე (დიდი სცენა, სხვენი, სარდაფი)

Back to top button