სიახლეები

ART ხელოვნება (მარჯანიშვილის თეატრი)

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი “Art ხელოვნება” ჩემის აზრით ერთ ერთი ყველაზე საინტერესო სპექტაკლია ამ თეატრში. ის რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ იასმინა რიზეს პიესის მიხედვით დადგა.სადაც მიშა გომიაშვილი ალეკო მახარობლიშვილი და ზურა ყიფშიძე განასახიერებენ სამი მეგობრის როლს. რომლებიც ერთმანეთის მიმართ გაუცხოებას განიცდიან. მათ დროთა განმავლობაში განსხვავებული გემოვნება ინტერესები და შეხედულებები ჩამოუყალიბდათ. ყველაფერი კი ერთ ერთი მეგობრის მიერ ნაყიდი თანამედროე ხელოვნების ნიმუშის შესახებ საუბრისას ხდება .

სპექტაკლში ორი პრობლემა არის წამოწეული: მეგობრებს შორის გაუცხოება და თანამედროვე ხელოვნების ხშირ შემთხვევაში აბსურდული ფორმები.

რადგანაც ნაყიდ ტილოზე მხოლოდ თეთრი ფონია გამოსახული . რომელსაც სამივე მათგანი განსხვავებულად აღიქვამს. ერთისთვის შედევრია,მეორესთვის სულერთი ხოლო მესამე გმირისთვის ეს უბრალოდ ნაგავია, რომელშიც მისმა მეგობარმა 6000 ლარი გადაყარა. დიალოგი ნახატის შესახებ ნათლად წარმოგვიჩენს გაუცხოებას რომელიც მეგორებს ამდენი ხნის განმავლობაში ურთიერთობისას დაუგროვდათ. მათი მეგობრობა კი სწორედ ახლა გადის გამოცდას . სპექტაკლში რამდენიმე ფაქტორმა მომხიბლა: სიჩუმის მუსიკამ , მინიმალისტურმა დეკორაციამ და პიესის ღრმა შინაარსმა. პირველი ორი გვაძლევს იმის საშუალებას რომ მაქსიმალური ყურადღება პიესაზე გავამახვილოთ და ვიფიქროთ პრობლემაზე რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ აქტუალურია. დროთა განმავლობაში ადამიანებს შორის გაუცხოვება საკმაოდ მატულობს და ბავშვობის მეგობრებსაც კი უჭირთ ერთმანეთის გაგება. განსაკუთრებით როდესაც განსხვავებული ინტერესების, გემოვნების და პრობლემების მქონე ადამიანებს ეხებათ საქმე.

გემოვნება ის საკითხია რაზეც ან ნაკლებს საუბრობენ ან ბევრს კამათობენ . განსაკუთრებით როდესაც თანამედროვე ხელოვნებას ეხება საქმე და ნახატიც მალევიჩი შაბი კუბია, კუბის გარეშე . ანუ სრული სიცარიელე სრული სითეთრე. რთულია მსგავსი ხელოვნების გაგება და სპექტაკლის გმირებიც სწორედ მსგავსი ნახატის შეცნობით ცდილობენ ერთმანეთიც წლების შემდეგ უკეთ შეიცნონ. აღწერენ იმ განცდებს რასაც მათში ზემოხსენებული ნახატი იწვევს. რომელიც ერთი უცნობი მხატვრის მიერაა დახატული, ეს უცნობი მათთვის თორემ თურმე მისი სამი ტილო უკვე მუზეუმშიც კი კიდია.

Art ხელოვნება ერთგვარი ტრაგიკომედიაა მსახიობები კარგად ახერხებენ მართონ მაყურებელთა ემოცია, გულიანად გააცინონ ისინი ან პირიქით თითქმის ცრემლებამდე მიიყვანონ. პირადად ჩემთვს სპექტაკლმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ნათლად დამანახა თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემა გადაიჭრას .ასევე საინტერესო იყო მიშა გომიაშვილის პერსონაჟის დამოკიდებულება თანამედროვე ადამიანისადმი. ის მას აღიქვამს სწორედ იმ ტიპის ადამიანად რომელიც მუდმივად ცდილობს ცვლილებებს აუწყოს ფეხი, მოსწონდეს ის რაც იმ წუთას იქმნება და სჯეროდეს იმის რომ წლების შემდეგ ეს ყველაფერი შედევრად იქცევა .

არ ვიცი რამდენად სწორია ამ პერსონაჟის მსგავსი დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნებსადმი. რადგანაც თანამედროვე ხშირ შემთხვევაში კარგს სრულიად არ ნიშნავს, ისევე როგორც ძველი არ ნიშნავს ცუდს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი სპექტაკლის ფინალია გზა რომლის მეშვეობითაც მეგობრები ურთიერთობის ამ ბარიერს გადალახავენ და მუსიკა, მუსიკა რომელიც მხოლოდ ფინალური სცენისას გაისმის . ეს სცენა იმდენად ემოციურია რომ ალეკო მმახარობლიშვილს ცრემლებიც კი ადგება თვალზე.

გირჩევთ თითოეულ თქვენგანს რომელსაც კარგი სპექტაკლის ნახვა გსურთ იხილოთ Art ხელოვნება მარჯანიშვილის თეატრში. უკეთესი იქნება თუ ჩემსავით ბავშვობის მეგობართან ერთად ნახავთ ამ სპექტაკლს, მერწმუნეთ ჩვენს მსგავსად სპექტაკლის შემდეგ თქვენც ბევრი გექნებათ სასაუბრო .

ავტორი: Gabo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button