სიახლეები

ახალი სეზონი და პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

20 სექტემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს გახსნის.
წარმოდგენილი იქნება ავთანდილ დიასამიძის მულტიმედიური სპექტაკლი “ოდისეა”, რომელმაც მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დასაწყისი 19:00.

აღნიშნული წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში, კრიტიკოსთა რჩეულ სპექტაკლებს შორის მოხვდა. მისი ნახვის შესაძლებლობა 5 ოქტომბერს 17 საათზე გექნებათ.

21 სექტემბერიდან სპექტაკლების ჩვენება განახლდება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამივე სცენაზე. დიდი სცენა დაეთმობა მიუზიკლს “ურჩხული და ლამაზმანი“, მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება “თაგუნები და ყველი”, ხოლო ექსპერიმენტულ სივრცეში “სპლიყვი-fant”.
22 სექტემბერს, მოზარდელები წარმოადგენენ გასული სეზონის ბოლო პრემიერას, ფერად და მუსიკალურ ზღაპარს “ჩიპოლინო”, მცირე სცენა დაეთმობა დოკუმენტურ დრამას “არ დამივიწყო”.

Back to top button
Close