“ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი” – შვეიცარელი მწერლის მაქს ფრიშის პიესა, რომელიც საკმაოდ კარგადგააცოცხლა რობერტ სტურუამ. მოკლე აღწერა: (მოქმედების ადგილი ცირკის მოედანი. გამოყენებულია ბატუტი. თუმცა ეს ბიდერმანის სახლია! )მდიდარ ბიდერმანს კარგად აქვს აწყობილი ცხოვრება და სხვები ამქვეყნად არ ანაღვლებს. მას ერთ დღესაც ცეცხლისწამიდებელი შმიტცი შეეკედლება, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობს.იგი პირფერობს, ელაქუცება მას და ამ უხეირო,ბოროტ ან სულელ მასხარას თავისი მიზნებისამებრ ატრიალებს.
შმიტცი მალე(მიუხედავად სახლის მეპატრონის მტკიცე უარისა) სახლში თავის მეგობარს მარიოსაც მიიყვანს და ისინი “სამყაროს გადაბუგვას” განიზრახავენ, ხოლო ამისათვის I სამიზნედ სწორედ ბიდერმანს და მის სახლს აირჩევენ.ბოლოს ხდება ისე რომ იგი საკუთარი ხელითვე უკიდებს ცეცხლს საგვარეულო სახლს. ბიდერმანის როლს ძალიან კარგად ასრულებს -ზაზა პაპუაშვილი.. სტურუას გამოყვანილი ყავს მეხანძრე გოგონათა ქორო, თუმცა ეს ქორო არ უნდა იყოს კლასიკური ქორო, ის რომელიც ამცნობს პერსონაჟებს მოსალოდნელი უბედურების საშიშროებას. პირიქით რაღაც მხრივ მეხანძრე გოგონები ხელს უწყობენ შმიტცს და მალავენ მას ბაბეტასთან.(ბიდერმანის ცოლი) მლიქვნელი შმიტცის მიერ განდიდებული ბიდერმანი სპექტაკლის დასაწყისში ანგელოზის ფრთებით გაიძახის, რომ იგი “ყველას ჩამოახრჩობს და შემდეგ ბედნიერად იცხოვრებს”,თუმცა ნელ-ნელა ეს ფრაზა სახეს იცვლის და სულ სხვანაირად ფორმირდება: “ჩვენ ყველას გაგვაგდებენ სათითაოდ და შემდეგ ბედნიერად იცხოვრებთ!” , ხოლო ბოლოსკენ კი მას თითქოს თვალები ეხილება და ამბობს: “ჩვენს ყველას გადაგვწვავენ სათითაოდ და შემდეგ ბედნიერად იცხოვრებთ!” რაც შეეხება სახლის სხვა მცხოვრებლებს , აქ ყველა “მიძინებულია”.
ბაბეტასაც ტკბილი ძილით სძინავს და ვერ ხვდებიან თუ როგორ უწყობენ ხელს ბოროტებას..მიყვებიან იმავე ჭაობს სადაც არიან და თავიანთი თავიც დაღუპვისკენ მიყავთ. ბიდერმანს სიმდიდრისა არაფერი ეტყობა იგი გამოყვანილია როგორც მასხარა, კლოუნი. მისი სიმდიდრეზე მხოლოდ ბაბეტას ულამაზესი კაბები და მოახლე-ანა გვამცნობს. და მართლაც რამდენი “კლოუნი” არის დღევანდელ დღეს ასე პირფერობით განდიდებული?! მაგრამ ყველას ბოლო მაინც ერთია – ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი! სწორედ ასე სრულდება სპექტაკლიც.თვალებდაბინდულმა ბიდერმანმა და ბაბეტამ, ისევე როგორც თავიანთმა მოახლემ ხელი შეუწყვეს ბოროტებას, აყვნენ მას , თანამზრახველები გახდნენ და ბოლოს იქამდე მივდნენ რომ საკუთარი ხელით გადაწვეს თავიანთი სახლი. ადამიანებს არ უნდათ მშვიდობა.სპექტაკლში გამოყვანილი მტრედი, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა ადამიანის ხელით კვდება. შეიძლება ბიდერმანი არ იყოს თვითონ ბოროტი, მაგრამ ის ტიკინაა, მასხარა, რომელსაც თავის ჭკუაზე ატარებს ბოროტება..
ადამიანი ხედავს , აცნობიერებს უაზრობას, ავხორცობასა და სიბინძურეს, მაგრამ არ ანიჭებს ამას დიდ მნიშვნელობას, ან შეიძლება ეზარება კიდეც, კი არ ცდილოობს იგი შეაჩეროს, ხელი შეუშალოს მის განივითარებას; არამედ პირიქით იგი იღებს მას როგორიც არის და მიჰყვება ბოლომდე, რასაც მხოლოს სულის წარწყმენდამდე მივყავართ. “სახლი” ამ შემთხვევაში შეიძლება სულის სიმბოლოდაც აღვიქვათ, რომელსაც საკუთარი ხელით უკიდებს ადამიანი ცეცხლს. ეს ყველაფერი სტურუას საკმაოდ გროტესკულად და კარგად აქვს ნაჩვენები. მისი იუმორი, მისი სიმღერები, ქორეოგრაფია,მუსიკა ავსებს სპექტაკლს და მიჰყავს იგი სრულყოფამდე. არ შემიძლია არ ავღნიშნო კოსტიუმები, რომელიც ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ზუსტად იყო შერჩეული.
“ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”
დამდგმელი რეჟისორი: რობერტ სტურუა
რეჟისორი: გურამ ბრეგაძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
მხატვარი: გოგი ალექსი-მესხიშვილი
ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე
ლოტბარი: მ. თალაკვაძე
სპორტული კონსულტანტები: კ. ხოშტარია და გ. გასპარიანი
კონსულტანტი-ილუზიონისტი: ზურაბ ვადაჭკორია
რეჟისორის თანაშემწე: მარინა ამაღლობელი
სპექტაკლისათვის მუსიკა ჩაწერა ინსტრუმენტულმა ჯგუფმა დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით.
მუსიკოსები: პაატა ანდრიაძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, გიორგი სალაღიშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- ბიდერმანი – ზაზა პაპუაშვილი
- ბაბეტა – ნინო კასრაძე
- შმიტცი – ბესო ზანგური
- მარიო – დავით დარჩია | დავით გოცირიძე
- ანა – ია სუხიტაშვილი
- ქალბატონი კრესტლინგი – დარეჯან ხარშილაძე
მეხანძრეები: ნანა ლორთქიფანიძე, ნინო არსენიშვილი, ნინო თარხან-მოურავი, ეკა მინდიაშვილი, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, მანანა აბრამიშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ქეთი ხიტირი, ქეთი სვანიძე, ლელა ახალაია