სიახლეები

ბრაზილიელი როდრიგო ფიშერის “მიზანთროპი” ახმეტილის სცენაზე

28 თებერვალს, 20 საათზე , ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი უჩვეულო, ექსპერიმენტული წარმოდგენა გაიმართება, მონო სპექტაკლს “მიზანთროპი” ბრაზილიელი მსახიობი და რეჟისორი როდრიგო ფიშერი წარმოადგენს. მიზანთროპი “Grupo Desvio”-ს (ჯგუფი დესვიო, ბრაზილია) ახალი ნამუშევარია, რომელშიც პოეტურად არის გადმოცემულია ისეთი თემები როგორიცაა წარუმატებლობა, შიში და გადაწყვეტილების მიღების სირთულე. ეს თემატიკა ლაიტმოტივია პერსონაჟისა, რომელიც ცდილობს მოგონებებისა და იდეების გადმოცემით მაყურებელს თავისი ისტორია მოუყვეს. ის ამბის მოსაყოლად სიჩუმეს იყენებს. სცენის სხვადასხვა სიღრმეში პროექციის გამოყენებით ვიდეო ორგანულად არის ინტეგრირებული სპექტაკლის სცენებთან და ფაქტობრივად სცენარის ნაწილი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ძირითადი აქცენტი, სწორედ ვიდეოზე კეთდება როდრიგო ფიშერის ეს წარმოდგენა აღიარებულ იქნა 2014 წლის საუკეთესო ნამუშევრად ბრაზილიაში.

მონო სპექტაკლში „მიზანთროპი“ როდრიგო ფიშერი თეატრალური და კინემატოგრაფიული სივრცეების მონაცვლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტერაქციის საფუძველზე წარმოგვიდგენს, რაც მას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს განათება, ხმა, კამერა და პროექცია. აუდიოვიზუალური გამოსახულებები აძლიერებს, ავსებს და უპირისპირდება თეატრალურ დისკურსს, რაც მაყურებელში აჩენს ძლიერ ემოციურ თანაგანცდას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ამძფრებს შეგრძნებებს, რომელიც ქმნის მულტიმედიური ხელოვნების ნიმუშს, სადაც ტექნოლოგია ორგანულად ავსებს მსახიობის თამაშს.

ბრაზილიელი ხელოვანი როდრიგო ფიშერი მალე ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად ახალ სპექტაკლს განახორციელებს.

  • პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
  • პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო.
  • პროექტის პარტნიორია „ტრანსცენდ-საქართველო“ და მაჰათმა განდის ფონდი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 32 2 655 437
(+995) 577 288712

Back to top button