როგორც იცით ძალიან მალე იგეგმება პირველი ქართული 3D ანიმაციის პრემიერა, კონკრეტულად კი 2010 წლის 23 დეკემბერს. დამეთანხმებით რომ ეს დიდი წარმატებაა რომელიც ყველამ ერთად უნდა ვნახოთ! ამასთან ერთად პრემიერამდე კინოთეატრებმა რუსთაველმა და ამირანმა და თავად ანიმაციის შემქმნელებმა გადაწყვიტეს რომ ახალი წელი უფრო საინტერესო და ჯადოსნური გახადონ ქართველი მაყურებლისთვის…
ყველას აქვს თავისი საახალწლო სურვილი რომელიც შეიძლება ასრულდეს… ამისათვის საჭიროა დავწეროთ ჩვენი სურვილი, რაც შეიძლება გულწრფელად და გავაგზავნოთ zgapari3D@rustaveli.com.ge ამ მისამართზე… სამი ყველაზე გულწრფელი სურვილის ავტორს, ელოდება სანუკვარი ოცნების ასრულება… ეს შეიძლება იყო შენ… ან შენ… ან სულაც შენ… ასე რომ ყველას აქვს შანსი გახდეს ყველაზე გულწრფელი სურვილის ავტორი და აისრულოს ეს სურვილი ჯადოსნურ ღამეს! ასე რომ იჩქარეთ!
აგრეთვე მოინახულეთ “საახალწლო ზღაპარის” ვებ-გვერდი სადაც ნახავთ ფონებს, ფოტოებს, ვიდეოგალერეას და წაიკითხავთ მულტფილმის შესახებ ყველაფერს 🙂 აგრეთვე შეგიძლიათ ითამაშოთ სპეციალურად ამ მულტფილმისთვის შექმნილი ძალიან სახალისო თამაში 🙂 www. zgapari.ge