10 წუთი.. 8 წუთი.. 3 წუთი.. გაქვთ თავისუფალი საათნახევარი? არა? აუცილებლად მოძებნეთ. სამეფო უბნის თეატრში საოცრებები ხდება. ეს არ არის სპექტაკლი, ეს ეს არის ძალიან კარგი სპექტკლი. ინგლისელი დრამატურგის, პენელოპ სკინერის “EIGENGRAU” საქართველოში, ქართულად, ნინი ჩაკვეტძის სპექტაკლში. როცა სპექტაკლზე მივდიოდი, მითხრეს, რომ ეს იყო ერთი ჩვეულებრივი კომედია. სინამდვილეში ეს არის ყველაზე შავი კომედია.
4 განსხვავებული ადამიანი, რომლებიც ლონდონის სხვადასხვა უბნებში, ერთმანეთისგან განსხვავბული ცხოვრების სტილით ხოვრობენ. აქვთ სრულიად სხვადასხვა ინტერესები, მიზნები და შეხედულებები, მაგრამ მათი გზები ერთ დღეს, ერთ წერტილში იკვეთება. კესი გულმხურვალე ფემინისტია, როგორც მარკი ამბობს, ადამიანი, რომელიც დროშააღმართული დაუფიქრებლად შეუვარდება ტანკს ქვეშ, იდეებისთვის. უყვარს მოწევა, პარტიული საქმიანობა და როცა მასზე ძალადობენ. არ უყვარს კაცები, დრამები და როცა მასზე ძალადობენ. მარკი კი ნაბიჭვარი კაპიტალისტი, კერძო სკოლა დამთავრებული, სიმპათიური სირი. ესეც კესის აზრით. უყვარს მარკეტინგის ყოვლისშემძლეობაზე საუბარი და სექსი ახლად გაცნობილ გოგონებთან. როუზი მეოცნებეა, ლამაზი და სულელი, აქვს ისეთივე შეხედულება ცოვრებაზე, როგორიც ბავშვებს ორ წლამდე. სჯერა ფერიების, ელფების, რქაგრეხილი ციკლოპების, სატურნის ზემოქმედების, სიყვარულის… ტიმს დეპრსია აქვს, არ სჯერა ღმერთის, ეშმაკის, რქაგრეხილი ციკლოპების. უნდა დაიჯეროს “მობიძაშვილე სულების”. უყვარს ბებიის ფერფლი, არ უყვარს მუშაობა. ძალიან კეთილია.
სპექტაკლში, მხოლოდ ეს ოთხი პერონაჟია და საზოგადოებისთვის აქტუალური ბევრი საკითხი, რომელიც შავ იუმორშია განხილული. მაგალითად ფემინიზმი, საკუთარ თავში და ფასეულობებში გაურიკვევლობა.. დასაწყისში კესი ამზადეს მოხსენებას, სადაც ნათქვმია, რომ ქალებზე ძალადობენ, აუპატიურებენ, კლავენ და ეს სტატისტიკა შემაშფოთებელია. გზადაგზა ვხედავთ, რომ სინამდვილეში, მდედრობითი სქესი ბევრად უფრო პრივილეგირებულია, ვიდრე მამაკაცები. “განცხდებაში წერია ქალი ან კაციო.. ძირითადად კი სულ ქალებს იყვანენ სამუშაოდ” -ამბობს ტიმ მაფინი, რომელმაც ვერადავერ იპოვა სამსახური და ამის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მისი სქესია. ცოტა ხნის შემდეგ კი, ვხდებით ამბის შემსწრენი, რომელსაც არასოდეს შეიტანენ გაუპატიურებების და გენდერული ძალადობის სტატისტიკაში, მაგრამ ფაქტია, ეს ის შემთხვევაა, როცა ქალი ახორციელებს ძალადობას მამაკაცზე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არის ყველზე ანტი-ფემისნისტური სპექტაკლი, მაგრამ ასე არ არის.
ეს ყველაზე რეალისტური სპექტაკლია, სადაც არ არის არავითარი ანტი-ფემინიზმი. არც ფემინიზმი. იცით თუ არა, რომ მამაკაცები გარკვეულ შემთხვევებში იმიტომ ძალადობენ, რომ ქალები ითხოვენ ამას? იცით თუ არა, რომ ყველა მამაკაცი არ არის მოძალადე და არც ყველა ქალია მსხვერპლი? მაგრამ, ისიც იცოდეთ, მამაკაცების 99,9% მაინც უსინდისო მატყუარაა. “მოდი ვითამაშოთ.. დავივიწყოთ, რომ არსებობენ ქალები და კაცები, დავივიწყოთ წარსული, ძველი ურთიერთობები, ტკივილები და ჩავთვალოთ, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ უნდობლობისა” – მრავალჯერადი გამოყენების ტყუილი ქალების წინააღმდეგ. სწორედ ასე აბამს მარკი როუზისაც და კესისაც და ალბათ სხვებსაც.მოკლედ, მთელი სპექტაკლის მანძილზე ბევრი საინტერესო რამ ხდება, ფინალი კი მოლოდინს არ აჭარბებს, მოლოდ იმიტომ, რომ მოლოდინი თავიდანვე დიდია, დასაწყისშივე იცი, რომ ფინალიც კარგი უნდა იყოს და იმედიც არ გიცრუვდება.“ბრმა ფერი” დრამატურგიულად ყველაზე შეკრული სპექტაკლია მათ შორის, რაც მინახავს.
დეკორაციები – მინიმალისტური, სადა და მარტივი, არც მეტი, არც ნაკლები.. მუსიკა (ნიკა ფასურის) –რომელიც ფონად გასდევს სპექტაკლს, არ გძაბავს და არც თავს გაბეზრებ და მსახიობები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ქართულ რეალობაში. მსახიობები პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. გადაჭარბებული არტისტიზმის და ყალბი ემოციურობის გარეშე, რაც არც თუ ხშირია ქართულ თეატრალურ სივრცეში. ერთიანობაში კი ეს ყველაფერი იმდენად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ერთ კვირაში უკვე ორჯერ ვნახე სპექტაკლი და ალბათ კიდევ ვეწვევი სამეფო უბნის თეატრს “ბრმა ფერის” სანახავად.10 წუთი.. 8 წუთი.. 3 წუთი.. გაქვთ თავისუფალი საათნახევარი? მაშინ ტყუილად ნუ დაკარგავთ, სამეფო უბნის თეატრში ძალიან საინტერესო სპექტაკლია.. პენელოპ სკინერის “ბრმა ფერი” პირველად 2010 წლის გაზაფხულზე დაიდგა ლონდონში და დიდი აღიარებაც მოიპოვა. ახლა კი სამეფო უბნის თეატრში იდგმება, პირველად, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და თებერვლისთვის ავტორის ვიზიტსაც ელიან.
რეჟისორი: ნინი ჩაკვეტაძე
თარგმანი: დავით გაბუნია
მხატვარი: თამუნა ლომსაძე
კომპოზიტორი: ნიკა ფასური
მონაწილეობენ: სალომე მაისაშვილი, სოფია მაიერი, პაატა ინაური, გაგა შიშინაშვილი.