სიახლეები

სპექტაკლი ,,ჭკუისა მჭირს” – პრემიერა

 

21, 24  და  26 დეკემბერს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე, წარმოგიდგენთ სპექტაკლის ,,ჭკუისა მჭირს” პრემიერას.

პიესა – ავქსენტი ცაგარელი
სცენური რედაქცია, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება – კოტე მირიანაშვილი
მხატვარი – მირიან შველიძე
ქორეოგრაფი – თეონა გურამიშვილი
რეჟისორის თანაშემწე – ლელა ბესელია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

  • ტასო – ნინო შავგულიძე
  • დათიკო – გიორგი გასვიანი
  • ბოქაული – დათო ვლიჯანაშვილი
  • გრიქულა – ზაზა ასანიშვილი
  • ბუღდანა – პაატა კიკვაძე

სპექტაკლში გამოყენებულია ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, ზურაბ შიშმანაშვილისა და მიშა მდინარაძის მუსიკა კლასიკური კომედიოგრაფის, – ავქსენტი ცაგარელის ერთმოქმედებიანი ვოდევილი ,,ჭკუისა მჭირს“ ძველთბილისური სამაყურებლო სპექტაკლია. მოქმედება ხდება ძველ თბილისში, უთეატროდ დარჩენილ, ხელმოკლე მსახიობების ოჯახში. ეს ახალგაზრდა, მოხერხებული, უმუშევარი მსახიობები , იმპროვიზაციულად გათამაშებული სპექტაკლის წყალობით, ორ ჭკვიან ვაჭარს მოტყუებენ და ფულს დასტყუებენ, რითაც, შემდეგ დაკარგულ სახლს დაიბრუნებენ. შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი არის ,,ძველთბილისური ნიღბების თეატრი“ , სადაც გათვალისწინებულია ამ ჟანრის ყველა ტრადიცია. კომედიური სიუჟეტის გამო, სპექტაკლში ხშირია მოულოდნელი სიტუაცია, გადაცმა. პერსონაჟებს აცვიათ ძველთბი–ლისური, ფერადოვანი, ეფექტური კოსტიუმები. სპექტაკლის მუსიკალურ–ხმოვან რიგში აღსანიშნავია ვოდევილის ჟანრისათვის დამახასიათებელი ყველა თვისება: სიმღერა, საცეკვაო ეპიზოდები… დეკორაციის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს ძველი თბილისელების ფოტოების კოლაჟი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button