სიახლეები

„მეგობრობის გაკვეთილი“ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ამ სკოლისა და მისი მოსწავლეებისთვის შესაფერისი, მაღალი მხატვრული ღირებულების სანახაობა დადგეს. ბავშვები ძალიან გულმოდგინედ ემზადებოდნენ ამ დღისთვის და შესაბამისი შედეგიც მიიღო მაყურებელმა. ბავშვებთან ერთად, მაყურებელმა დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალებს რუსუდან კობიაშვილს და ნელი ბადალაშვილს, რომლებიც ეხმარებიან მოსწავლეებს პირველი ნაბიჯები გადადგან სასცენო ხელოვნებისკენ მიმავალ გზაზე.

მოსწავლეების არტისტიზმმა ნამდვილად გამაოცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ნამდვილი, შემდგარი მსახიობები იდგნენ სცენაზე. სპექტაკლიც, – „მეგობრობის გაკვეთილი“ სრულიად ავთენტურია მათი ასაკისთვის. მოქმედება ძირითადად გაკვეთილზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სახე ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებულია ხასიათით, რაც თავის მხრივ დახვეწილ ოსტატობას მოითხოვს შესრულების დროს, ბავშვებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას. ხასიათების ამგვარი კონტრასტი განსაკუთრებულად ფერადსა და მრავალფეროვანს ხდის სპექტაკლს. ყოველ მათგანს სრულებით აქვს გათავისუბული როლი და პერსონაჟის სირთულე. იგრძნობა გამოსახვის ახალი საშუალებებისა და ფორმების ძიების სურვილი, მოქმედება კი საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს.

პიესა მათივე ასაკის ბავშვების შესახებ არის და მხატვრულად წარმოჩენილია ყველა ის ნიუანსი, რომელიც იკვეთება მოზარდების ცხოვრებაში. ამასთანავე, სავსებით ბუნებრივი ფორმით არის აღწერილი სკოლის მაწავლებლების სახეც და ქართული საგანმანეთლებლო სისტემის ზედმიწევნით ზუსტ ანარეკლს ქმნის.

ამ ასაკის პრობლემიტიკა საკმაოდ მრავლფეროვანი და რთულია, შესაბამისად ძალზედ ფაქიზ მუშაობას მოითხოვს ყველა თვალსაზრისით. ძნელია თითოეული დეტალის სიღრმისეული ანალიზი, მითუმეტეს ისე, რომ ხელოვნურობა არ შეეტყოს ნამუშევარს. ყოველთვის დროული იყო, ფეხი აუწყო ახალი დროის ადამიანების ხასიათს, მათ ლექსიკას და ქცევის სტრუქტურას. ძალიან მახარებს რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდა.

პატარა, მაგრამ ნამდვილი მსახიობები მომავალში, ალბათ თავიანთი საქმნის ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან. თუმცა, ამჟამად საკმაოდ ბუნებრივად გრძნობენ თავს მსახიობის ამპლუაში და დიდი ენთუზიამითაც ემსახურებიან ამ საქმეს. საბოლოო ჯამში, სპექტაკლი ნამდვილად შედგა, ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ არტისტებს და დავტკბეთ მათი ოსტატობით.

პიესის ავტორი:

ნანა კაკაბაძე

მონაწილეონენ:

გიორგი გოგილაშვილი, ნიკოლოზ მათიაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, გიგი არგანაშვილი,

თამარო აბრამიშვილი, ანა ფალავანდიშვილი, ბარბარე ტოგონიძე, ნია გვარამაძე, თიკო ბაკურაძე,

ელენე ჩიკვილაძე, ანა შარაშენიძე, ელენე ბიბილეიშვილი, ლევან კვაღინიძე, ელენე ფხაკაძე,

ნინო ლუკავა, თაკო ხიზანიშვილი, თორნიკე ფურცელაძე, მირიან რეხვიაშვილი, ნიკალა ნებიერიძე,

მარიამ კალანდაძე, გიორგი ჭყოიძე და ლუკა ქავთარაძე.

კლასის დამრიგებელი:

ნინო მაძღარაშვილი

Back to top button