სიახლეები

დორიან გრეი? აუჰ!…

 

გაფრთხილების მაგიერ: ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ან არ გსურთ წაკითხულით მიღებული სიამოვნების გადღაბნა, არ უყუროთ ამ ფილმს.

საუკუნო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი აკრძალვა საპირისპიროდ რომ მოქმედებს. შესაბამისად, თქვენც ამასვე გააკეთებთ. ვიცი, რომ თუ ყურებას აგიკრძალავთ, “რა შენი საქმეა, მე რას ვიზამ” ტიპის მრავალ პასუხს მივიღებ. ასე გეტყვით: მე მხოლოდ გაგაფრთხილეთ და აწი – მკიდია.

ფილმს ანოტაციაში უწერია, რომ ოსკარ უაილდის რომანის მიხედვითაა გადაღებული. ისიც ვიცით, რომ კინო წიგნის ზუსტი ასლი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ არ-მსგავსება გულისამრეობის სინონიმი იყო, არ მეგონა. მოკლედ გეტყვით, რა ხდება:

დორიან გრე (Ben Baarns) – ბანძი სახის მქონე ადამიანი, რომელიც ნამდვილად არ არის ლამაზი. ყველა ნაკვთი ნორმალური აქვს, მაგრამ საერთო ჯამში “ვაიმედედარავნახე”-ს ეფექტს საერთოდ არ იძლევა. პირადად მე დმიტრი მალიკოვს მივამგვანე, რუსული ესტრადის ექს-ბიჭუნას.

ჰენრი უოტონი (Colin Firth) – საინტერესო ხმის ტემბრის მქონე მამაკაცი, რომელიც ნაამდვილად შორს არის თავისი გმირისგან. თუ წიგნში ჰენრი უაღრესად საინტერესო ჯენტლმენია, აქ ერთი ენამწარე წვერულვაშიანი ლორდია და გონებაგახსნილი ჯენტლმენი. მასზე შთაბეჭდილება თუნდაც იმიტომ გეკარგება, რომ დორიანს აგდებული ტონით ესაუბრება.

გაქრა – მინიშნებაც კი იმის შესახებ, რომ ჰენრი უოტონი არ არის მხოლოდ გარყვნილი თახსირი, არამედ გენიალური წვდომისა და ფილოსოფიის მქონე ადამიანია. არ არსებობს არც ერთი სერიოზული დიალოგი დორიანსა და ჰარის შორის, რომელშიც რაიმე სახის ღირებული აზრი ერიოს (მასის აღქმით, დორიანი იმიტომ გაბოროტდა, რომ ხშირად დაჰყვებოდა ჰენრის ბოზ-ებ-ში). ფილმში ყველა რომანტიკული ეპიზოდი ხელოვნურია და აუცილებლობის გამო ჩასმულს ჰგავს. დორიანის ხელოვნური ღიმილი კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი თავიდანვე ბოროტია.

სიახლე – როგორც იქნა, მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი გეია, დორიანი კი – ბისექსუალი კი არა და, ნებისმიერსექსუალი. დორიანი მოკლულ მხატვარს ანაწევრებს და მდინარეში ყრის, არ აწვევინებს  მის გვამს. სახელოვანი პორტრეტის დამახინჯებაზე ისე ПЕРЕТРУДИЛИСЬ, რომ ფილმში მის ხროტინა ხავილსაც გაიგონებთ და მოძრაობასაც ნახავთ. XIX საუკუნეში ზეთის საღებავებისგან დორიანის კომპიუტერული გრაფიკა შეუქმნიათ. ვფიქრობ, სიუჟეტის დასასრული მაინც უცვლელი უნდა დაეტოვებინათ, რადგან ავტორმა საუკეთესო ფინალი მოძებნა, რომლის მჯობნს ეგენი ვერ მოიგონებდნენ.

ამ ფილმზე გაგებული მქონდა რომ მაგარი სირობა და გულისამრევია. სწორედ ამ წინასწარი განცდით ვნახე და არ მეგონა, ასე თუ დავეთანხმებოდი შემფასებლებს. ყველაფერი გათვლილია წამიერ ყბისჩამოვარდნაზე, რომელიც ამაზრზენობით დაგშოკავს და თუ კოკაკოლასაც მიაყოლებ, არც ეგ დაგემართება. ჩემი აზრით, მთავარი იყო, რით გაეოცებინათ მაყურებლები და შედეგსაც მიაღწიეს. ზოგ შემთხვევაში გამეორება ცოდნის დედაა, ზოჯერ კი – რწყევის.

პოსტის ავტორი Zurriuss.Ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button