სიახლეები

“ძვირფასო ჯონ” – კინოთეატრ რუსთაველში

ამერიკულ კინომატოგრაფიაში კვლავ აქტუალურია თამაა, ამერიკელ ჯარისკაცების შესახებ გადაღებული მილიტარისტული ფილმები . სადაც მთავარი გმირები მოგვითხრობენ საკუთარი განცდების, ისტორიების შესახებ ომში ყოფნის პერიოდში. რამდენიმე მათგანი შედევრიც კი გამოვიდა , გარკვეულწილად ეს ერთგვარი ჰოლივუდური პროპაგანდაა, თუმცა ყველაფერს თავისი გამართლება აქვს. მეც მომწონს მსგავსი ფილმები, დღესაც კინოთეატრ რუსთაველში არჩევანი სწორედ მსგავს ფილმზე შევაჩერე. ძვირფასო ჯონ რეჟისორ ლასე ჰალსთრემის მიერ გადაღებული მელოდრამაა, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. მთავარ როლებში ჩენინგ ტატუმი  და ამანდა სეიფრიდი თამაშობენ. ვფიქრობ საკმაოდ კარგად შერჩეული წყვილია .

განსაკუთრებით ამანდას მომაჯადოებელი სილამაზის მქონე თვალებმა მომხიბლა. ფილმში მოთხრობილია ერთი რიგითი ამერიკელი ჯარისკაცის სიყვარულის ისტორია. მას უფროსკლასელი გოგონა უყვარდება მისი სიყვარული მოულოდნელად იწყება და ასევე საკმაოდ უცნაურად გრძელდება ის 12 დღეში სამხედრო სამსახურში მიდის . 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ კი ომში გადაწყვეტს წასვლას. მათ ურთიერთობა წერილების მიმოწერის მეშვეობით აქვთ, რამდენად ძლიერია ეს გრძნობა, რამდენად შესწევთ ასეთ სიტვაციაში ქალებს ერთგულება და შეუძლიათ თუ არა ომიდან დაბრუნებულ მამაკაცებს პატიება. მოკლედ ვისაც მსგავსი თემატიკის ფილმები გიზიდავთ თქვენს ცხვირსახოცებთან ერთად შეგიძლიათ ესტუმროთ კინოთეატრს და ისიამოვნოთ ამ ფილმით .

სიყვარულის საკმაოდ ჩახლართული სქემაა და რა თქმა უნდა Happy End დასასრული, ფილმი საათ ნახევრის განმავლობაში გრძელდება. რეჟისორი ადვილად ახერხებს დაგაინტერესოს ისტორიით და დაგაფიქროს იმ თემებზე რომელიც როგორც ჩანს საკმაოდ აქტუალურია ამერიკულ არმიაში . აღსანიშნავია ოპერატორის ნამუშევარი. ვიზუალურად ძალიან კარგი სანახავია. ბევრი ლამაზი კადრით, და ამერიკის სანაპიროს ულამაზესი ხედებით. ფილმში რამდენიმე საინტერესო ქვეტექსტია ერთ-ერთს გამოვყოფდი. ამერიკელი ჯარისკაცი საკუთარ თავს რიგით მონეტას ადარებს, რომელიც ბავშვობისა ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე, მონეტის ჭრის პროცესში იხილა.

მონეტები აქ ცალკე ისტორიაა თუმცა მას გირჩევთ ფილმის ნახვისას გაეცნოთ. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ფილმი მომეწონა, რაც მთავარია დადებითად იმოქმედა ჩემზე. გარკვეულ საკითხებზე დამაფიქრა და კითხვები გამიჩნა. გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება და ეწვიათ კინოთეატრ რუსთაველს ფილმის ძვირფასო ჯონ სანახავად.

პოსტის ავტორი : gabo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button