ძვირფასო სკოლის მოსწავლეებო 11 ოქტომბრიდან, ისევ ყოველ პარასკევს.შეხვედრების ადგილი უცვლელია მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი. ჩვენი თეატრალური მოგზაურობა “ერთი საათი თეატრში“, რომელიც გასულ სეზონზე დაიწყო გრძელდება! შემოგვიერთდით, ამ მოგზაურობის მთავარი გმირები ხომ თქვენ ხართ. ერთად ვიმოგზაუროთ თეატრალური დეკორაციების,კოსტიუმების, პარიკების საუფლოში და ვეზიაროთ თეატრის ჯადოსნურ სამყაროს. პროექტი შემეცნებით ხასიათს ატარებს,რაც გულისხმობს,იმას,რომ მოსქავლეები მუზეუმში სტუმრობისას გაეცნობიან თეატრის ისტორიას, როგორ დაარსდა და როგორია იგი დღეს… გარდა ამისა მოეწყობა მინი ექსკურსია,რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს გაიცნონ ის ყველაფერი, რაც ქმნის თეატრს, ნახონ ის, რაც მაყურებელთა დარბაზიდან არ ჩანს, რაც თითოეულ ჩვენგანში აღძრავს ცნობისმოყვარეობას.ერთად გავიაროთ ის გზა რასაც სპეკტაკლი და მსახიობები გადიან იქამდე, ვიდრე ჩვენთვის, მაყურებლებისთვის გაიხსნება ფარდა, რომლის მიღმაც ის სამყაროა, რომელსაც სპექტაკლის ნახვით გამოწვეული სიხარული ჰქვია. აქ გატარებული დრო მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიგონ თეატრის შესახებ უფრო მეტი,ვიდრე იცოდნენ, ასე რომ გელით,დანარჩენზე მგზავობის დროს ვისაუბროთ.შეხვედრამდე!
- პროექტი გათვალისწინებულია 7-იდან 13 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის.
- ჯგუფის რაოდენობა 15 ბავშვი
- შეხვედრის დრო პარასკევი, 15 საათი. მარჯანიშვილის თეატრი
- ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში,ფასი 2ლარი
- შეხვედრების გიდი მუზეუმის მთავარი მცველი რუსუდან შოშიტაშვილი.
- ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2 94 00 74 / 593968887