ერთად შევუწყოთ ხელი მოზარდი თაობის ინტეგრირებას თეატრალურ ხელოვნებასთან!
28, 29 მარტი / 19:00 საათი
ახმეტელის თეატრი
პროექტის შესახებ:
ახმეტელის თეატრში უპრეცედენტო ახალგაზრდულ-შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს ესსე თემაზე – სოციალური ქსელების და ინტერნეტის გავლენა მოზარდ თაობაზე. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო ავტორი. მათი ესსები გასცენიურდა ახმეტელის თეატრის რეჟისორის ლაშა გოგნიაშვილის მიერ, სპექტაკლ-პერფორმანსში მონაწილეობს არტისტული მონაცემებით გამორჩეული 29 მოსწავლე, პროექტში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 12-დან 17 წლამდე.
ესსეების სასკოლო ფესტივალმა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს დრამატული თეატრის სცენაზე თამაშის უნიკალური შესაძლებლობა მისცა.
ესსეები :
- ნიკა ვაჩეიშვილი -„მერე“, 39-ე სკოლა
- საბა ბაგაური – „ვაკო და ტასა“, 14-ე სკოლა
- გიორგი ტაბატაძე – „ თურმე რა ლამაზია სამყარო“, სკოლა „ნინო“
- ნინო ტაბატაძე „კომპი“, სკოლა „ნინო“
- სპეციალური პრიზი – ანზორ დარსანია „ცხოვრების გზა“, 45-ე საჯარო სკოლა
რეჟისორები: ლაშა გოგნიაშვილი, ბექნუ ქაფიანიძე
მონაწილეობენ: თბილისის 115-ე, 59-ე, 120-ე , 87-ე, 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: გიგი აბდუშელიშვილი, მარიამ ბერიკელაშვილი, დარინა ბიჭაშვილი, მარიამ ბულაშვილი, ანა გაჩეჩილაძე, ნატა გიორგობიანი, თამარ გიორხელიძე, ჯაბა დიღმელაშვილი, ელგუჯა დიღმელაშვილი, ლანა ელოშვილი, ანანო ზანგურაშვილი, ხატია თვაური, მარიამ თუთისანი, გიორგი კვიციანი, ხატია კოზოლაშვილი, ანა კურტანიძე, სოფო მამუკიშვილი, გიორგი ოთიაშვილი, ანა ოქრუაშვილი, გიორგი პოლსკი, ბექა საბუგასოვი, ანი სოლაშვილი, თამარ ტეფნაძე, სალომე უბილავა, თამუნა შაქარაშვილი, ნინი ჩოფიკაშვილი, ზურაბ ხაჩიროვი, ანი ჯანჯღავა, მარიამ ჯიშკარიანი.
პროექტი განხორციელდა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობით
პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები: გლდანის რაიონის გამგეობა, ისნის რაიონის გამგეობა, ნაძალადევის რაიონის გამგეობა. მთაწმინდის პარკი, მაქსილენდი, დიოგენე, ბრედ ბარი, ლა ბელ მედიქალი, ჩიპი, მეჩითოვი დეისაძის ფოტო სტუდია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა , კავკასიური სახლი, მიანა კოსმეტიკა