ფესტივალს საფუძველი ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაეყარა და მისდამი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ამტკიცებს მუდმივი ანშლაგები ფესტივალის მიმდინარეობისას. წელს ფესტივალი ერთდღიანი იყო. ფესტივალის პარალელურად მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში, თეატრალური უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა მოეწყო. საღამომ მღელვარებით და მხურვალე აპლოდისმენტებით ჩაიარა. წელს 14 ეტიუდი იყო ნაჩვენები, აქედან 6 სარეჟისორო და 8 სამსახიობო. ხოლო გამარჯვებული ეტიუდები ფესტივალის ჟიურიმ გამოავლინა. წელს ფესტივალის ჟიური დაკომპლექტდა შემდეგნაირად:
- თეატრმცოდნე – თამარ ცაგარელი
- კინორეჟისორი – ოთარ ლითანიშვილი
- დრამის რეჟისორი – ვანო ხუციშვილი
- მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი – ნინო დუმბაძე
- თუმანიშვილის თეატრის მსახიობი – გიორგი ნაკაშიძე
ჟიურიმ გამარჯვებულები გამიავლინა შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:
არლეკინი და 300 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა I კურსის სტუდენტს ლევან სალარიძეს;
2. საუკეთესო მსახიობი ქალი:
არლეკინი და 300 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა II კურსის სტუდენტს ქეთი ტატიშვილს;
3. საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი:
“ბალერინა”, რომელშიც მონაწილეობდნენ II კურსელები ვახო მახარეიშვილი და სალომე ბენიძე;
4.საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი:
II კურსის სტუდენტი, გიორგი მაჭარაშვილმა ეტიუდით “მადონა ნორისი”,
მონაწილეობდნენ: ანანო იაშვილი, მარიკა ხუნდაძე, ანო ზურაშვილი, ბექა წილოსანი, ნოდარ იაკობაშვილი და ნოდარ მელაძე.
5. გრანპრი:
ეტიუდი “open”, I კურსი, რეჟისორი ვაჟა რამიშვილი, მონაწილეობდა ლევან სალარიძე.
ასევე სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმაც გამოავლინა თავისი სიმპათია. წლევანდელი ფესტივალის სტუდენტური ჟიური:
- თეატრმცოდნე – ნუცა კობაიძე;
- მსახიობი – ლაშა ჯუხარაშვილი;
- რეჯისორი – გიორგი ჩალაძე;
მათ პრიზი გადასცეს სარეჟისორო ეტიუდს “დიდების თამაშები”, რეჟ: ანუკი ხიდაშელი, მონაწილეობდნენ: აგო ელიჯარაშვილი, გიორგი კავილაძე, გოგა გოგეშვილი, და ნიკა შაუთიძე;
თუმცა ფესტივალი ამით არ დამთავრებულა, როგორც მოგეხსენებათ უკვე მესამე წელია სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ამ ფესტივალის ორგანიზატორი პრიზს გადასცემს თავის რჩეულს, წელს კი მისი რჩეული გახდა სამსახიობო ეტიუდი “სიზმარი”, II კურსი, მონაწილეობდნენ: რატი ყულოშვილი, იურა ჩიტიშვილი, ირაკლი გრძელიშვილი და მაკო კახეთელიძე;
ასევე, ჩვენმა მხარდამჭერმა კომპანიებმა, სავაჭრო სახლმა “გოლეთიანმა,” “ელიტ ელექტრონიქსმა” და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ისი პარიმ” სპეციალური პრიზები გადასცა გამარჯვებულ ეტიუდებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო, აგრეთვე მივულოცო თეატრის საერთაშორისო დღე, ყველა მონაწილეს, შემოქმედებით და საორგანიზაციო ჯგუფს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და სტუდენტების წახალისებისათვის. იმედია მომავალი წელი უფრო მაშტაბური იქნება “ეტიუდების ფესტივალისთვის” და საერთაშორისო მაშტაბის გახდება, ჩვენი თეატრი კვლავ სუნთქავს, ჩვენ კი თეატრს ვემსახურებით!
ფოტოები
ავტორი: თამარ ძოწენიძე