სიახლეები

გამოფენა ახმეტელის თეატრში – “ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს”

გამოფენა
“ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს”

12 ნოემბერს 19:00 საათზე ახმეტელის თეატრისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამოფენა “ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს” გაიხსნება.
გამოფენის მიზანია საზოგადოება გაეცნოს საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორიას. ტაო-კლარჯეთში არსებულ ისტორიულ ძეგლებს.

გამოფენა წარმოაჩენს ჩვენს ინტელექტუალურ მემკვიდრეობას, ხელნაწერებსა და მათი გადაწერის ადგილებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. თეატრში მისულ სტუმარს საშუალება ექნება ვიზუალური და ტექტუალური მასალით მიიღოს და გაითავისოს ინფორმაცია. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა ტაო-კლარჯეთში სამწიგნობრო კერების არსებობის მნიშვნელობას.

გამოფენზე წარმოდგენილ საინფორმაციო ტექსტის ანალიზით დამთვარიელებელს საშუალება ეძლევა სამწიგნობრო კერების განვითარების ძირითადი ტენდენციები სწორად განსაზღვროს. გარდა ამისა, გამოფენის მიზანია დამთვარიელებელმა გაითავისოს რომ ხელნაწერ კულტურას მოვლა და დაცვა სჭირდება. საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშნველობა. ასევე მნიშნველოვანია ამ საკითხით საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დაინტერესება. გამოფენა “ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს” 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და ნებისმიერი მსურველს ექნება საშუალება მისი ხილვა.

შეგახსენებთ, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.

Back to top button