სიახლეები

”გონზაგოს მკვლელობა”

ნედიალკო იორდანოვი “გონზაგოს მკვლელობა” რეჟისორი გიორგი გოშაძე მხატვარი მირიან შველიძე მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძე რუსთაველის მცირე დარბაზი 27,28,29 ნოემბერი @ 19:45 გამოჩენილი ბულგარელი პოეტის, რეჟისორის და დრამატურგის ნედიალკო იორდანოვის პიესა “გონსაგოს მკვლელობა” ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან 1989 წელს დაიწერა. ეს იყო პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირი დაშლას იწყებდა. კომუნისტური იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ ევროპა საჯარო საუბარს ჯერ ისევ ერიდებოდა იმ პრობლემებზე, რომლებიც

დრამატურგმა ფართო მაყურებლს აღუწერა. ერთის მხრივ არსებობს შექსპირის ცნობილი თეორია – ავტორს სურს, რომ ხალხმა მშვიდობით და ბედნიერად იცხოვროს, მაშინაც კი როცა ამ ქვეყნად ბოროტება არსებობს, მაშინაც კი როცა ჩვენ ამის შესახებ ვიცით. სწორედ ეს თეორია გადაიქცა ტოტალიტარიზმის პერიოდში გადარჩენის ერთგვარ ფორმულად. ნადიალკო იორდანოვის პიესა ოსტატურად გვიამბობს ყოველდღიური სასტიკი რეალობის ამბავს და ეს ამბავი იმ კვინტენსეციას ჰგავს, რომელიც დანიის პრინცმა ელსინორის სასახლეში მოხეტიალე მსახიობებს გაათამაშებინა. მონაწილეობენ: ზაალ ჩიქობავა, მარინა კახიანი, ჯემალ ღაღანიძე, მურმან ჯინორია, ბაჩო ჩაჩიბაია, მანანა აბრამიშვილი, ნიკა ქაცარიძე, ლევან ხურცია, გელა ლეჟავ.

Tags

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button
Close