სიახლეები

გრიბოედოვის თეატრის გასტროლები ბელორუსში

13 და 15 სექტემბერს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ ბელორუსის ორ ქალაქში წარსდგება.

13 სექტემბერს სპექტაკლი ნაჩვენები იქნება ქ.ბრესტში XX საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბელაია ვეჟა“.
15 სექტამბერს – ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მ.გორკის სახ. ეროვნული აკადემიური დრამის თეატრის დიდ სცენაზე.

„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს გახლავთ ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი – მირიან შველიძე. გრიბოედოვის თეატრი ამ სპექტაკლს გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს უძღვნის. 2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა, ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა
კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია, ნინო ნინიძე და სოფიო ლომჯარია.

გრიბოედოვის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ბელორუსის დედაქალაქში 12 სექტემბერს მიემგზავრება. ეს გასტროლები გახდება კიდევ ერთი პუნქტი გრიბოედოვის თეატრის საიუბილეო მარათონში, რომელმაც უკვე მოიცვა მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ჩერკასი, სტამბული, მახაჩკალა, ერევანი, ბაქო, სარანსკი და ასტანა. 2015 წლის

ოქტომბერში გრიბოედოვის თეატრი 170 წლის გახდება.

Back to top button