სიახლეები

გულივერის მოგზაურობა 3D

ბოლო დროს გამოსულ ჰოლივუდურ ფილმებს თუ დავაკვირდებით მათი დიდი ნაწილი 3D ფორმატში გადაღებული რიმეიქებია. არ ვიცი რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ყოველივე ჰოლივუდის კრიზისზე, სცენარისტთა იდეების ნაკლებობაზე ან სულაც კინოს ახალ 3D განზომილებაში გადასვლაზე და კინოკლასიკის ამ ფორმატში შენახვის აუცილებლობაზე.

ფილმებიც მეტ ნაკლებად საინტერესო გამოდის ბევრი მათგანისთვის 3D მხოლოდ მაყურებელთათვის კინოსატყუარის ფუნქციას ასრულებს. მათ არანაირი ეფექტები არ გააჩნიათ, თუმცა ბევრად უფრო მოთხოვნადი ხდებიან ვიდრე ტრადიციული ფორმით გადაღებული თუნდაც ბევრად უფრო სანახაობრივი ფილმები. ჩემს მიერ ბოლო დროს ნანახ მსგავს ნამუშევრებს შორის ასეთები ხერხი და გულივერის თავგადასავალია.

ვერ ვიტყვი რომ ეს ფილმები არ მომეწონა, დრო დავხარჯე მათი ნახვისას, ან სულაც მოსაწყენი ფილმებიათქო, თუმცა 3D ამ ფილმებში არანაირ ემოციას არ აღძრავდა. ეფექტებიც არ იყო სრულყოფილი და ემოციებსაც დიდად ვერ გიძლიერებდა.

გულივერის თავგადასავალი სათავგადასავლო ჟანრის ფილმია , მას საერთო კლასიკურ ნამუშევართან მხოლოდ ფაბულა გააჩნია . ის მსუბუქი ჟანრის POP ფილმია რომლის მთავარი ფუნქციაც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებში მოტივაციის ამაღლებაა. გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება იქცეს სტანდარტული “ლუზერი” ლილიპუტების სამყაროში გოლიათად. ყველასთვის მისაბაძ გმირად. როგორ შეიძლება დაკარგოს დიდება და გმირული საქციელით კვლავ დაიბრუნოს. მოკლედ სტანდარტული ამერიკული პოპკორნზე მისაყოლებელი ფილმია. ერთი ნაკლით ფილმის ფინალში ძაღლი კუდს არ აქიცინებს, რაც ხშირად მსგავს ფილმებში მთავარი ეპიკური სცენაა ხოლმე . ამ შემთხვევაში  კი მხოლოდ პაციფისტური სიმღერის ფონზე  კოცნის სცენით უნდა დავკმაყოფილდეთ.

თუ გიყვართ სათავგადასავლო კომედიები, ამერიკული POP ფილმები და დროის სასიამოვნოთ გატარება გადაწყვიტეთ ისღა დაგრჩენიათ ეწვიოთ კინოთეატრებს რუსთაველსა და ამირანს .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button