სიახლეები

Hamlet.comX – პრემიერა რუსთაველის თეატრში

20 მარტს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შექსპირის “ჰამლეტის” კომიქსური ვერსია დაიდგა. როცა ამ სპექტაკლის შესახებ გავიგე, ცოტა სკეპტიკურად შევხედე. არ მინდოდა, კიდევ ერთი გოიმური და ძალით გაშარჟებული სპექტაკლი მენახა. როცა დარბაზში შევედი, რამდენჯერმე მსგავს რეპლიკასაც მოვკარი ყური. თუმცა, სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდანვე ყველაფერი შეიცვალა.

სპექტაკლის რეჟისორი ლევან ხვიჩიაა. მონაწილეობენ: ედმონდ მინაშვილი, მანანა აბრამიშვილი, პაატა გულიაშვილი, ირაკლი სანაია, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი. მხატვრები: შოთიკო ბაგალაშვილი, გიორგი უსტიაშვილი. რეჟისორის თანაშემწე რუსუდან ბარბაქაძე.

სპექტაკლი იყო შექსპირისეული სიუჟეტის მოკლე ვარიანტი, რომელშიც თითქმის კლიშედქცეული სცენები იყო გაშარჟებული. “ყოფნა-არყოფნის” მიზანსცენა რობერტ სტურუასეული “ჰამლეტის” რიმეიკი აღმოჩნდა, რომელიც მაყურებელმა მაშინვე იცნო. სხარტმა ტემპმა და მსახიობთა კომიკურმა რეპლიკებმა გაამართლა და დარბაზის მოწონება დაიმსახურა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლის სანახავად მაყურებელი არაერთხელ მოვა. მთავარია, “ჰამლეტის” აზრზე იყოს 🙂

ავტორი Zurriuss.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button