ფესტივალი საჩუქარი

ხანუმა

ავქსენტი ცაგარელი „ხანუმას“მიხედვით
ჯაზ-კომედია

რეჟისურა და ქორეოგრაფია: ალა სიგალოვა
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
სცენოგრაფია და კოსტუმების ავტორი: გ. ალექსი-მესხიშვილი
მუსიკალური რედაქცია და შესრულება: XylemTRIO (რაიმონდ პეტრაუსკისი, ოსკარ პეტრაუსკისი, რიჰაედ ზალუპე)

როლებში: ვ. პლოტნიკოვა, ნ. ჟივეცი, ი. რაფალსონი, მ. ბესელი, ტ. ლუკაშენკოვა, ვ. გროსმანი, ე. კორნევი, ი. ბერნგარტი, ა. კორგინი, ო. ნიკულინა და სხვ.

„ამ სპექტაკლის დეკორაციებისძირითადისაფუძველი ჩემთვის გახდა მანდელშტამის ცნობილი ლექსი „ტიფლის“, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება; „მესიზმრება კუზიანი ტიფლისი … “. ეს სიზმარი მინდოდა სცენა გადამეტანა“ – გოგი მესხიშვილი. „ამ სპექტაკლში ჩემი მუსიკა ყველაზე მეტად ჟღერს, ვიდმე ოდესმე“ – ამბობს გია ყანჩელი.
„ხანუმაში“ წარმატების პიკი მიიწევა იმ მომენტებში, როდესაც მსახიობები არ ცდილობენ მაყურებლის გაცინებას. ამიტომაც ასეთი კარგები არიან: ახალგაზრდა გულუბრყვილი სონა (ი. ბერნგარტი) და კოტე (მ. ბუსელა), რომლებიც სპექტაკლში სასიყვარულო ინტრიგას თამაშობენ და რომლებსაც სრულიადაც არ ეხუმრებათ. ამიტომაც ერთი დიდი სიამოვნებაა მიკიტიჩ კოტრიანცის (ე. კორნევი) ცქერა, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს ატაროს პერსონაჟის ნიღაბი ისე, რომ მაყურებელს თვალი არ ჩაუკრას, რითაც თავისთავად ძალიან იგებს. და ყველაზე განსაკუთებულად კი, როგორც სოლისტი ორკესტრის წინ გამოკვეთა ხანუმა (ნ. პლოტნიკოვა), რომელმაც შეძლო ამ მუდმივ მოძრაობაში და ქმედებაში გამოეყო ის მთავარი რაზეცაა დაწერილი ავქსენტი ცაგარელის პიესა გადმოკეთებული ვ. კონსტანტინოვის და ბ. როცერის მიერ – სამყაროში, სადაც ფული და სტატუსი სიყვარულზე მთავარია მოყვე იმ ქალზე, რომელიც ცდილობს ამ სამყაროში ოდნავი ჰარმონია შემოიტანოს. თბილისელი მაჭანკალი პლოტნიკოვას შესრულებით ისეთი ჭკვიანი და ლამაზია, რომ ყველა კლიენტს, რომელიც მას მიმართავს, შეიძლება ადვილად თავგზა აუბნიოს, თავი შეაყვაროს. და იმდენად კარგად იცის მათი ფასი, რომ სწორედ იმ ერთადერთს მიჰყვება ცოლოდ, რომელიც ცოლის მოყვანას საერთოდ არც აპირებდა“.
მაშა ნასარდინოვა.

ბილეთები იყიდება გრიბოედოვის თეატრის სალაროში და ვებ–გვერდზე BILETEBI.GE

ფესტივალის პროგრამა
Back to top button