სიახლეები

კიდევ ერთი კოპროდუქცია ახმეტელის თეატრის სცენაზე

ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი კოპროდუქცია განხორციელდა, 2015 წლის 12 ივნისს , 20 საათზე, პრემიერაა, ქალაქ თბილისთან დაძმობილებული საფრანგეთის ქალაქ ნანტის დრამის აკადემიის ახალგაზრდა რეჟისორმა ორელი მაზეომ საკუთარი დასის წევრებთან ერთად სპექტაკლი დადგა. სპექტაკლში ახმეტელის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობენ.

„როგორია იყო ზრდასრული?“ ამ კითხვის ირგვლივ ახალგაზრდა ქართველი და ფრანგი მსახიობები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ და ერთობლივად შექმნიან წამოდგენას რომელიც დაფუძნებული იქნება მათ პერსონალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, სპექტაკლი იქნება სხვადასხვა კულტურისა და არტისტული ფორმების (ცეკვა, თეატრი, პერფორმანსი და ა.შ.) ნაზავი. ინტიმურობის, მგრძნობელობის და პოეზიის სცენაზე გადმოტანის საშუალებით.

მსახიობმა და რეჟისორმა ორელი მაზეომ საკუთარი დასი „Je Reste“ (მე დავრჩები) 2013 წელს ჩამოაყალიბა, მათი ნამუშევრების მთავარი ხაზი ინტერაქტიული კონტაქტია აუდიტორიასთან, ისინი ეძებენ არატრადიციულ სათეატრო სივრცეებს , სხვადასხვა შენობებს, წარმოდგენებს მართავენ საჯარო სივრცეში და თეატრებში. პირველი ორი წარმოდგენა „მე სამუდამოდ ვიკარგები“ (Je vais résolument m’égarer) და „მსოფლიოს წონა“ (Le poids du monde) შთაგონებულია პიტერ ჰენდკეს (Peter Handke) ტექსტებით. ეს პროექტები ყურადღებას ამახვილებს ყოფით დეტალებზე, და ძალაუფლების ბალანსზე მსახიობსა და აუდიტორიას,ასევე სამყაროს, პოლიტიკას, საზოგადოებასა და ადამიანებს შორის.

ორელი მაზეო საფრანგეთში თანამშრომლობს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან როგორებიც არიან ჟორის მატიე (Joris Mathieu), გიიომ გატო (Guillaume Gatteau ) და ვირჟინ ფუშო (Virginie Fouchaut). პარალელურად ორელი განაგრძობს თავის კარიერას როგორც მსახიობი და მოცეკვავე. 2013-დან დღემდე მონაწილეობა მიიღო ცნობილი ქორეოგრაფის ოლივია გრანდვილის (Olivia Grandville) სამ წარმოდგენაში. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებსა და სერიალებში, გახმოვანებული აქვს დოკუმენტური ფილმები და მუშაობდა რადიოსთვის. ორელი თანამშრომლობს ასოციაცია „KRAKEN“-თან, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა მსახიობებს შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაში ორელი მაზეოს დასის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში უმთავრესია ერთი კითხვა- რა გვინდა ვუთხრათ დღეს ჩვენ ადამიანებმა სხვა ადამიანებს?

პროექტი ხორციელდება ქალაქ ნანტის და თბილისის მერიის მხარდაჭერით

Back to top button