სიახლეები

ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო შემოქმედებით საღამო

30 მარტს 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო შემოქმედებით საღამოს სახელწოდებით “სტუმრად ჩემს პირველ თეატრში” უმასპინძლებს.

არტისტის 90 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალა სპექტაკლებიდან : “პრინცესა ტურანდოტი”, “გალილეო გალიელი”,”ოჯახი” და სხვა.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო მასალა, სპექტაკლებიდან: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი (ელენე) რეჟისორები თ.ჩხეიძე, რ.სტურუა; ლესინგის “ნათან ბრძენი”( რეჰას გადია) რეჟ. ვექსმუტი; ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე” (იოსების დედა) რეჟ. რ.სტურუა; გარსია ლორკა, “ბერნარდა ალბას სახლი” (მოახლე) რეჟ.თ.ჩხეიძე; გვადი ბიგვა.

ასევე ნაწყვეტები კინოფილმებიდან: “ვირთხა”, “გამოცხადებ”, “ნატვრის ხე”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”( შოშმანა), სიყვარული, ივერია და..1975”, “მოიტაცეს თამარ ქალი” (თამრიკოს დედა), ტელე-სერიალი “სახლი ძველ უბანში”, რომელშიც გურამ საღარაძის მეუღლის , თამილას პერსონაჟი განასახიერა.

ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ ლეილა ძიგრაშვილს გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი, კინოგახმოვანებაზე 1949 წლიდან მუშაობდა. გახმოვანებული აქვს: ელდარ შენგელაიას ფილმი “შერეკილები” მარგალიტა – არიადნა შენგელაია, “წარსული ზაფხული” მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი “ჩვენი ეზო” რეჟ.რეზო ჩხეიძე, “პირველი მერცხალი“ გულჩინა დადიანის პერსონაჟი, “დათა თუთაშხიაში” მუშნის დედა, “დიმიტრი თავდადებულში” ლიანა ასათიანი; “დიდი მწვანე ველი”, ლია კაპანაძის პერსონაჟი, რეჟ. მ.კოკოჩაშვილი; “გარიგება”, ნანული სარაჯიშვილის პერსონაჟი, რეჟ. ზ.კოლელიშვილი; ფატიმა, „”ფატიმა”, “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” არიადნა შენგელაიას პერსონაჟი და მრავალი სხვა. ლეილა ძიგრაშვილი ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებს.

მონაწილეობა მიიღო რადიო “იმედის” პროექტში “ვეფხისტყაოსანი ყველასათვის”.

Back to top button