სიახლეები

“მანდარინები” და “სიმინდის კუნძული” ოსკარების მოკლე ნუსხაშია

როგორც ცნობილი გახდა ამერიკის კინოაკადემიამ 83 ფილმიდან შეარჩია 9 ფილმი, რომელთაგანაც 5-ს საბოლოოდ წარადგენენ ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”. “სიმინდის კუნძული” ოსკარზე საქართველომ წარადგინდა, “მანდარინები” კი ესტონეთმა.

zaza
ზაზა ურუშაძის სტატუსი ფეისბუქზე

Teatri.Ge ულოცავს ორივე ფილმის რეჟისორს, მსახიობებს და იმ გუნდს, რომლებმაც მართლაც დიდი შრომა გაწიეს და კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველო! ეს ერთი და სხვა მრავალი!

Back to top button