სიახლეები

მარჯანიშვილის თეატრის ახალი სცენა!

დრომ მოიტანა ახალი თეატრის, აზრის ახლებურ და აქამდე არ ათვისებულ სივრცეში გაცოცხლების აუცილებლობა.ახალ სივრცეში გადასვლა, გულისხმობს თეატრალური ატრიბუტიკისაგან (ფარდა, მასშტაბური დეკორაცია,ლოჟა,ვეებერთელა პარტერი ) გათავისუფლებას, სადაც თეატრს შეუძლია არსებობა „თეატრალურობის“ გარეშე, სადაც პრინციპში შესაძლოა მოვიდეს ისეთი მაყურებელი, რომელსაც სულაც არ უყვარს თეატრი, უფრო სწორად ის ტრადიციული მახასიათებლები, რომელიც თეატრალურობის ნაწილად იქცა. ნებისმიერი ასეთი სცენა, განსხვავებული სივრცე, განსხვავებულ რაკურსში აყენებს მსახიობს და განსხვავებულ რაკურსში აღაქმევინებს მაყურებელს იგივე მსახიობს. შეიძლება ახალი თეატრის იდეაც ეს არის – განსაკუთრებული,უფრო „ფამილარული“ ურთიერთობის დამყარება მაყურებელსა და დასს შორის.“

ახალი სცენა

რა იქნება სცენის მიღმა:

,,თეატრში შესასვლელი მთავარი კარი „თეატრალური სარდაფიდან“ წამოვიღეთ. მაყურებელთა ფოიე გადავწყვიტეთ ფრანგული მონპარნასის პერიოდის, ატელიეების მსგავსი გაგვეკეთებინა სალაროსთან მოვაწყობთ შირმას და ეკრანს, თითქოს სარკმელია, რომელშიც კულისები მოსჩანს. გამოჩნდება მსახიობები სპექტაკლის დაწყების წინ, ვიღაც ულვაშს იწეპებს, ვიღაც თმას ისწორებს, სარკმელში თეატრალური ამბები გათამაშდება. მსახიობთა ფოიე იქნება ღია და გამჭირვალე – მაყურებელი რეალურად დაინახავს როგორ ემზადება მსახიობი სპექტაკლის წინ, როგორ ისვენებს და ემზადებიან სცენაზე გასასვლელად. ეს მხარე იქნება პატარა „ჭუჭრუტანა“, პირობითად – „კულისების სამყაროში“. პატარა ბუფეტსაც მოვაწყობთ, გრძელ მაგიდას დავდგამთ თავისი სკამებით. ადამიანებმა შესაძლოა ერთმანეთიც გაიცნონ და დამეგობრდნენ კიდეც თეატრში.”

ახალი სცენა – სწორედ ასეთი სივრცეა, სადაც ზღვარი სინამდვილესა და თეატრალურ პირობითობას შორის არაა.

  • თეატრი თეატრის გარეშე.
  • თეატრი ცხოვრების გაგრძელება.
  • თეატრი როგორც ვარჯიში თავისუფლებაში.

მარჯანიშვილის თეატრს ახალი ცხოვრება შეემატება.

7 ივნისს ამჯერად შენობის გარეთ, ამავე ქუჩაზე, თეატრის მოპირდაპირე მხარეს მარჯანიშვილის № 5 – ახალი სცენა გაიხსნება ჟან ბატისტ მოლიერი სპექტაკლით “ტარტიუფი” რეჟისორი ლევან წულაძე

..დიდხანს ვიფიქრე რითი რემელი პიესით გამეხსნა ახალი სცენა და გადავწვიტე მოლიერის არაჩვეულებრივი პიესა ტარტიუფი დამედგა. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, კომედია, რომელიც იქნება დელარტესეული, მხიარული, მაგრამ ცოტა „ წიწაკით“

ახალი თეატრის მოწყობის პრინციპი მინდა იყოს მოლიერისეული. მინდა მსახიობთა თანაარსებობის პრინციპიც იყოს: – „იყავი მარტო და იყავი ყველასთან ერთად!“ – ძალიან მომწონს ეს დევიზი, ვთვლი, რომ საინტერესო აზრი დევს მსახიობისთვის, იყავი ყველასთან ერთად იმიტომ, რომ ანსამბლი ხარ, ამავდროულად იყავი მარტო, იმიტომ რომ ინდივიდი ხარ, ანუ ის, რაც შენ ხარ მხოლოდ… “
ლევან წულაძე

სად მდებარეობს ახალი სცენა: მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირეს მხარეს, ამავე ქუჩაზე მარჯანიშვილის № 5 !

Back to top button