სიახლეები

უძრავი მოგზაურები

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ  ფესტივალზე გვიან დავიწყე სიარული და სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ბევრი დავკარგე, მითუმეტეს ფრანგული დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის შემდეგ,- “უძრავი მოგზაურები”. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი სცენაზე.  მსახიობები საოცარი პლასტიკით ქმნიან თვალისმომჭრელ, განსცვიფრებელ სანახაობას, რომელიც გატყვებებს და გაიძულებს 90 წუთის განმავლობაში მონუსხული შესცქეროდე განათებულ სცენას.

დარბაზში ხალხის ტევა არ იყო, მთელმა თბილისმა მოიყარა თავი ფილიპ ჟანტის ჯადოქრობის სანახავად. კიდევ ერთი რამე შევნიშნე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქართული ელიტის წარმომადგენლები საფესტივალო არც ერთ სპექტაკლს არ აცდენენ, სხვა დროს მათი ასეთი სიუხვე არასდროს შემინიშნავს და პარტერს ძირითადად უბრალო მოვკვდავნი ავსებენ ხოლმე.

ახლა კი ისევ სპექტაკლს დავუბრუნდეთ, – “უძრავი მოგზაურები” ერთგვარად სურეალისტური დრამაა მსუბუქად ეროტიკული სცენებით,  ძალზედ ნატიფი შესრულებით. აქ არ არის არც ერთი ხარვეზი, ყოველი მოქმედება იდელაურად ერწყმის სპეტატაკლის ძირითად ხაზს. განსაცვიფრებრებელი სანახაობა აჩუქა ფრაბგულმა დასმა ქართველ მაყურებელს. დეკორაციები, კოსტუმები, მუსიკალური გაფორმება ქმნის მიკროსსამყაროს დარბაზში და სანეტარო სიამოვნებაში ამყოფებს მნახველს.

როგორ არ ვეცადე, მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე, ვიქექე გონებაში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებ ამ ტექსტში თავი მოვუყარო სპექტაკლის მიმდინარეობას, ვერც ქრონოლოგიურად და ვერც უკუქრონოლოგიურად ვერ ვახერხებ სპექტაკლის აღწერეს. ეს უფრო ჰგავდა რაღაც გაუგებარ, მაგრამ ძალზედ საამო სიზმარს, რომელიც გაჯერებული იყო უზადო ფერადოვნებით, პოეზიითა და ძალზედ დახვეწილი იუმორით.

სამწუხაროდ, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ამ სპექტაკლის შემდეგაც ვერ მოვახერხე ვერც ერთი სხვა წარმოდგენის ნახვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. თუმცა, სავსებით გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც მხოლოდ ეს ერთი სეპქტაკლი უდრიდა რამდენიმე ფესტივალს ერთად.

 

პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

Back to top button