სიახლეები

სან სებასტიანის კინოფესტივალზე ფილმი „მოირა“ დააჯილდოვეს

მოგეხსენებათ რომ სან სებასტიანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იყო ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა”, ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, აგრეთვე ცოტახნის წინ ცნობილი გახდა რომ იგივე ფილმს, საქართველო წარადგენს ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზე“ .
გვაქვს სასიხარულო ამბავი ფილმმა “მოირა”, თავისი პირველი ჯილდო უკვე მოიპოვა, მან სან სებასტიანის კინოფესტივალზე SIGNIS Award მიიღო, პირველი წარმატება და პირველი სიხარული, იმედია ეს იქნება “ოსკარის” საწინდარი და მალე უფრო დიდ სიხარულს ვიზეიმებთ მათთან ერთად!

ფილმის შესახებ
„მოირა“ ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება. ფილმში პაატა ინაური, ქეთი ცხაკაია, ჯანო იზორია, ლილი ხურითი, დავით ხურცილავა, ირაკლი სანაია და ბაჩი ლეჟავა მონაწილეობენ.

რეჟისორი: ლევან თუთბერიძე
სცენარისტები: დავით ფირცხალავა, გიორგი ქობალია და ლევან თუთბერიძე
მუსიკა: ნუკრი აბაშიძე

მონაწილეობენ: პაატა ინაური, გიორგი ხურცილავა, ზაზა მაღალაშვილი, ქეთევან ცხაკაია, ჯანო იზორია, ანი ბებია

Back to top button