7 მაისს ახმეტელის თეატრს იტალიელი რეჟისორი და ქორეოგრაფი მორგანტე ნარდი ეწვევა,ნარდი საქართველოში ახმეტელის თეატრის მოწვევით ერთ თვეს დაჰყოფს და მიმდინარე თვის ბოლოს ქართველ მსახიობებთან ერთად ახმეტელის თეატრის სცენაზე უილიამ შექსპირის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიის „ჰამლეტი“ ერთგვარ ინტერპრეტაციას „ჰამლეტიკა„ განასახიერებს. (ცეკვა ინსტალაცია)
7 მაისს, 13 საათზე ახმეტელის თეატრში გაიმართება მორგან ნარდის შეხვედრა პრესასთან და მოხდება მისი გაცნობა ახმეტელის თეატრის დასთან. ეს უკვე მესამე თეატრალური კოპროდუქციაა, რომელსაც მიმდინარე თეატრალურ სეზონში ახმეტელის თეატრი ახორციელებს, სპექტაკლი „პოლიცია“ 2013 წლის 7 დეკემბერს პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეზერსკიმ დადგა, ხოლო სკანდალური „ტრუსები“ ესტონელმა კალევ კუდუმ 2014 წლის 28 თებერვალს წარმოადგინა.
მორგანტე ნარდმა ქორეოგრაფიული განათლება კლასიკურ და თანამედროვე ცეკვაში ფლორენციაში, მილანსა და კანში მიიღო, შემდეგ ცეკვავდა სხვადასხვა თეატრებსა და დასებში, ფლორენციის, ბოლონიის “Teatro Comunale” და მილანის “Teatro alla Scala”. 1995 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში და 1998 წლამდე მუშაობდა როგორც “NEUER TANZ”-ის დასის წევრი ვანდა გოლონკასა და ვა ვულფთან ერთად დიუსელდორფში. არის არაეთი თეატრალური ჯილდოს მფლობელი.
პროექტის პარტნიორები: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო, „დანტე ალიგიერის საზოგადოება“ თბილისის კომიტეტი, იტალიური რესტორანი „სოლე მიო“