ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი აცხადებს კასტინგს სპექტაკლისთვის “მაუგლი”, სპექტაკლის მთავარი გმირის მაუგლის როლზე, 7-9 წლამდე ბიჭის შესარჩევად! სპექტაკლს დგამს, თეატრალური პრემია “დურუჯი”-ს ორ გზის გამარჯვებული რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს გამართული მეტყველება, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი.
- აპლიკანტმა საჭიროა წარმოადგინოს 3 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი და ფოტოსურათი.
- მიუთითოს ასაკი და სიმაღლე – youththeatretbilisi@gmail.com
- კასტინგი გაგრძელდება 25 თებერვლამდე!