ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახალი პროექტი პატარა მაყურებლისთვის.
8 დეკემბერს 12 საათზე, ექსპერიმენტულს სცენაზე, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ლაიფციგის ახალგაზრდული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს “რინცეკეტე”, რომელიც გათვლილია 3 წლიდან ბავშვებზე.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარა მაყურებელს კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერას სთავაზობს. 19 დეკემბერს, ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება “სპლიყვიFant”, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქციას წარმოადგენს. ასეთი სახის თანამშრომლობა პირველია მოზარდ მაყურებელთა თეატრის არსებობის ისტორიაში. გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით იმართება.