სიახლეები

მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი ზუგდიდში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება.
შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სპექტაკლის „მგზნებარე შეყვარებულის“ პრემიერა 13 და 14 თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შედგება.

„მგზნებარე შეყვარებული“, რომლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხთვისიაშვილია წარმოადგენს ორი თეატრის კო-პროდუქციას. მასში მონაწილეობენ, როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ასევე ზუგდიდის თეატრის მსახიობები.
აღნიშნული წარმოდგენის პრემიერა თბილისში გასული წლის დეკემბერში შედგა. 13 და 14 თებერვალს მას ზუგდიდელი მაყურებელი იხილავს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მარინა დარასელია, მზევინარ ჩარგაზია, ნინო კიკაჩეიშვილი, სოფიო ებრალიძე, ბესო მეგრელიშვილი, ვახტან ნოზაძე.

Back to top button