სიახლეები

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მუზეუმის საგანძურის გამოფენა

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მუზეუმის საგანძურის გამოფენა 25 მარტს თეატრის ფოიეში გაიხსნება.
გამოფენა წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის “გიყვარდეს მეტის” ფარგლებში. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მუზეუმში 2500 – მდე უნიკალური ესკიზია დაცული. აქედან 120 ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კოლექციაში დაცულია: ახვლედიანის, ყაზბეგის, იგნატოვის, შტენბერგის, ლაპიაშვილის, ჭავჭავაძის, გეგეშიძის, ალექსი-მესხიშვილის, ობრეზკოვის და სხვათა ნამუშევრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე 50-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ელენე ახვლედიანის მიერ 1928 წელს შექმნილი ესკიზები სპექტაკლისთვის “ბიძია თომას ქოხი” ( რეჟ ნ. მარშაკი), 1930 წელს მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის “ზანგი ბიჭუნა და მაიმუნი” ( რეჟ ნ. მარშაკი). 1941 წელს ნიკა ყაზბეგის მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის “რომეო და ჯულიეტა” ( რეჟ ა. თაყაიშვილი) და 1943 სპექტაკლისთვის “ჭირვეულის მორჯულება” ( რეჟ ა. თაყაიშვილი).

ფარნაოზ ლაპიაშვილის “პრინცესა ტურანდოტი” (1955წ. რეჟ. ს. ჭელიძე). ირინა შტენბერგის “სამი მუშკეტერი” ( 1951წ რეჟ. ნ. მარშაკი), “ესპანელები” (1950წ. რეჟ. ა. თაყაიშვილი), “შემოსავლიანი ადგილი” ( 1961წ. რეჟ. მ ვახნიანსკი). დიმიტრი თაყაიშვილის “ვილჰელმ ტელი” (1948წ. რეჟ ა. მიქელაძე), და სხვა.

უნიკალური ესკიზების გაოფენა 25 მარტს 18:30 წუთზე გაიხსნება და თეატრალური სეზონის ბოლომდე გასტანს.

Back to top button